ცნობილი ბელგიური კომპანია Guylian- ი საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესდა
საქართველო, თბილისი - 18:25 | 23.08.2016 ნანახია: 1557სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი შოკოლადის მწარმოებელი ბელგიური კომპანიის ,,გილიანი“ (Guylian) წარმომდგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში თხილის წარმოების კუთხით დაინტერესება გამოთქვეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ კომპანიის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო საქართველოში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული საინვესტიციო გარემო და ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის, კონკრეტულად კი, თხილის წარმოების მიმართულებით ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების მნიშვნელობასა და ქართული პროდუქციისთვის ევროპული ბაზრის პრიორიტეტულობის შესახებ. იური ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისა და დაცვის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის არსებობა ხელს შეუწყობს საექსპორტო ბაზრებზე ქართული თხილის მიმართ ნდობის ამაღლებას.
როგორც კომპანია Guylian-ის წარმომადგენელმა, პოლ ბევერსმა აღნიშნა, შოკოლადის წარმოებაში კომპანია ქართულ თხილს უკვე იყენებს და არის დაინტერესება თხილის წარმოების კუთხით კომპანიამ საქართველოში ინვესტიცია განახორციელოს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ ეტაპზე, კომპანიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მიზანს თხილის წარმოების კუთხით საქართველოში არსებული გარემოსშესწავლა წარმოადგენს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა კომპანია Guylian-ის წარმომადგენლებს სახელმწიფოპროგრამის - თხილისწარმოებისგანვითარებასასოფლო-სამეურნეოკოოპერაციისმხარდაჭერისგზით - ფარგლებში შექმნილი საქართველოში ყველაზე დიდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ,,დარჩელი თხილი“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მისი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მათ შორის თხილის წარმოების სრული ჯაჭვის განვითარება და ხელშეწყობა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















