სუს-ის მიერ დაშინებული პარტიის წევრები და პაატა ბურჭულაძის სკანდალური განცხადება
საქართველო, თბილისი - 11:00 | 24.08.2016 ნანახია: 1687
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის ლიდერი პაატა ბურჭულაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ ნუ უთვალთვალებენ და აშანტაჟებენ მათ მხარდამჭერებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში პაატა ბურჭულაძე იმ ვიდეოფირების გასაჯაროებას გეგმავს, სადაც როგორც თავად ამბობს, სუს-ის მიერ დაშინებული მისი თანაპარტიელები განვითარებულ მოვლენებს ყვებიან.
გადაცემა "არჩევანში" პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ სუს-ის თანამშრომლები მისი თანამოაზრეების მიმართ ზეწოლას ყველა რეგიონში ახდენენ.
"ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი გვირეკავს, რომ მესამე დღეა მასზე არის ზეწოლა. ისინი ითხოვენ მისგან და სხვებისგან, რომ თქვი რომ მიდიხარ პარტიიდან იმიტომ რომ ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები. ეს არის "ქართული ოცნების" მესიჯი, რომლითაც უნდათ რომ ჩვენ მოგვაყენონ ზიანი. როცა გვირეკავენ, ჩვენი მეგობრები, ისინი ამბობენ, რომ იძულებულები ვართ რომ გამოვიდეთ და ეს ვთქვათ. ჩვენ ვეუბნებით, რომ მოდით და ჩაგწერთ. ყველას გმირობას ვერ მოთხოვ, ოჯახები ყავთ. ამ ჩანაწერებს ჩვენ ვაგროვებთ. ამ გოგოს ვიდეო ჩვენ გვაქვს. თუ ასე გაგრძელდა ჩვენ ამას დავაგროვებთ და ერთად გავავრცელებთ. გვაქვს ვიდეოები სხვადასხვა რაიონებიდან. ეს ადამიანები ჩამოდიან და წერენ ამ ვიდეოებს. ეს არის კონსტიტუციური უფლების წართმევა, ეს ადამიანები გმირები არიან. ამას აკეთებენ სუს-ის თანამშრომლები. სუსი ჩვენ უნდა გვებრძოდეს და ტელევიზიით რუსი აგენტები უნდა გამოდიოდნენ? ეს არის სამართლიანობა? იმედი მაქვს რომ თავს დაგვანებებენ. მე არ მაქვს იმედი, რომ სასამართლოში რომ მივალ და იქ მურუსიძე დამხვდება რას იზამს. ჩვენ ეს ვიდეოები გვაქვს და დაგვანებონ თავი, თორე ამ ვიდეოებს გამოვაქვეყნებ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















