ცეზარ ჩოჩელი დიმიტრი ხუნდაძეს პასუობს
საქართველო, თბილისი - 15:01 | 24.08.2016 ნანახია: 1615
ცეზარ ჩოჩელი დიმიტრი ხუნდაძეს პასუხობს, რომნელსაც გთავაზობთ უცვლელად:
„ბატონო დიმიტრი, თქვენი გუშინდელი გამოსვლა აგონიაში მყოფი ადამიანის ქცევას ჰგავდა.
შიში იმისა, რომ სახელისუფლებო პარტიას, როგორც თქვენს ერთადერთ საყრდენს გამოგაცლიან და დარჩებით თქვენი გახუნებული სახელით თქვენს მიერ ოთხი წლის წინ მოტყუებულ ამომრჩევლების წინაშე, უსაფუძვლოა!
მე, ცეზარ ჩოჩელს, მირჩევნია პასუხისმგებლობა მქონდეს ხალხთან, ვიდრე რომელიმე პარტიასთან. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის - უპარტიოდ დაყენება. ამომრჩევლებთან შეხვედრისას განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს იმ ფაქტს, რომ მე არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ ვარ. ათეულობით წელია რაც მე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვედი და ამ დროის განმავლობაში ხშირად მსმენია, რომ ცეზარ ჩოჩელის უკან ესა თუ ის ძალა, ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, ესა თუ ის გავლენიანი პოლიტიკოსი დგას. წლების განმავლობაში შენნაირები არაერთხელ შეეცადნენ ჩემი სახელის დისკრედიტაციას, ყველანაირი სისაძაგლე სცადეს, მაგრამ ვერაფერი დამაკლეს, რადგან, მე მოვდივარ ჩემი სახელითა და გვარით, ჩემი გზით, ჩემი სიმართლით - ჩემი სიმართლე კი ჩემი ხალხის, ჩემი სამშობლოს ერთგულებაა !
იმ ხმებს (ჭორებს) თითქოსდა ,,ცეზარ ჩოჩელი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ იგი ქართული ოცნების კანდიდატია'', თავად თქვენი გარემოცვა ავრცელებს. მიზანი ერთი გაქვთ - იქნებ ზემო ეშელონების წარმომადგენლებმა გულთან მიიტანონ თქვენი გაჭირვება, გაიღონ მოწყალება და პარტიულ სიაში მოგახვედრონ...
ასევე თქვენივე გარემოცვა ავრცელებს ხმებს თითქოს ,,სხვადასხვა პიროვნებები ხელს გიშლიან, არ გაძლევენ მუშაობის საშუალებას.’’ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე რომ თქვენ მაქსიმალურად ცდილობთ აირიდოთ პასუხისმგებლობა, სამაგიეროდ გქონდეთ საბაბი ზემო ისტანციებში თავის მართლების.
არ დაგიმალავთ, მე უფრო ღირსეულ კონკურენტად აღგიქვამდით, ბოლომდე იმედი მქონდა რომ საარჩევნო დაპირისპირებას ღირსეულად შეძლებდით, მაგრამ ბოლო დღეების თქვენმა ქმედებებმა ყველაფერი საპირისპიროდ აჩვენა. მცხეთის რაიონის მოსახლეობას რომ არ სურს წინასაარჩევნოდ თქვენთან შეხვედრა, ეს არაა ცეზარ ჩოჩელის ბრალი. ეს პირადად თქვენი, რეგიონში ოთხწლიანი უნიათო დეპუტატობის ბრალია...
სამარცხვინოა, რომ დიმიტრი ხუნდაძის, როგორც მცხეთის რეგიონის დეპუტატის მოღვაწეობა შემოიფარგლება მხოლოდ ახლო ნათესავების დასაქმებით. მე იმით კი არ ვარ ამაყი, რომ ოდესღაც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ვიყავი, არამედ იმ გაკეთებული საქმეებით, რაც მაშინ მე შევძელი. შეგახსენებთ, რომ ჩემი გუბერნატორობის პერიოდში თქვენი და, მამა და სიძე უშუალოდ ჩემს გვერდით მოღვაწეობდნენ და სამუშაო ადგილების დაკარგვის შიში არასოდეს გაჩენიათ. ამის შემდეგ კი თქვენ ხშირად უსვამთ ხაზს ჩემს გარემოცვას, მაშინ, როდესაც ჩემი გუბერნატორობის პერიოდის ყველაზე ნეგატიური ფიგურები დღეს თქვენი გუნდის წამყვანი წევრები არიან ?!
თქვენ ჩემს პიროვნებას ალტერნატიული უწოდეთ - ბავშვობაში სპორტით ვიყავი გატაცებული და ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში ვიყავი, სათადარიგო არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები, მითუმეტეს - დიმიტრი ხუნდაძის !
რაც შეეხება ალტერნატივას, მე გთავაზობთ ხალხთან შეხვედრის ალტერნატიულ გზას - ხალხი თქვენთან შეხვედრაზე არ გამოდის, მაშინ, როდესაც ჩემთან შეხვედრის მოლოდინებია შექმნილი. ჩემი მოსახლეობასთან შეხვედრის კალენდარი მალე დასრულდება და პირადად გადმოგცემთ - ერთად გავიდეთ ხალხში და ერთად ვისაუბროთ გასული ოთხი წლის განმავლობაში გაკეთებულ საქმეებზე. დამიჯერეთ, სააგენტოებში და მედიასთან თხოვნა-მუდარით სიარულს ასე ჯობია. სამომავლო დანაპირებებისაგან კი ცოტა ხანს თავი უნდა შეიკავოთ - ეს ჩემი მეგობრული რჩევაა.
ხალხს ახსოვს ცეზარ ჩოჩელის დამსახურება და ამის მტკიცებულება ოქტომბრის არჩევნები იქნება, ის არჩევნები, სადაც თქვენ გამარჯვების მინიმალური შანსიც კი არ გაქვთ !
ბატონო დიმიტრი ყველაფერს აქვს დასასრული, მათ შორის პოლიტიკურ კარიერასაც. კაცმა, ვაჟკაცმა ღირსეულად წასვლა უნდა იცოდეს, სამწუხაროა რომ აქაც გამიცრუეთ იმედები.
ჩემი ხალხის ერთგულება ჩემთვის ყველაზე ძვირფასია ბატონო დიმიტრი და ბოლომდე ვაპირებ მათი ინტერესების დაცვას !
რაც შეეხება დებატებს, გპასუხობთ - თავად აირჩიეთ დროც და მედია საშუალებაც მე მზად ვარ. ვწუხვარ რომ ამ დებატებით, საკუთარი გუნდის თვალში ბოლო შანსს და ავტორიტეტსაც დაკარგავთ. ხალხზე აღარ ვლაპარაკობ, მოსახლეობის თვალში დიდი ხანია ავტორიტეტი აღარ გაქვთ!“
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















