გიორგი კვირიკაშვილმა ლენტეხის მაჟორიტარობის კანდიდატად გოჩა ენუქიძე წარადგინა
საქართველო, თბილისი - 14:54 | 25.08.2016 ნანახია: 1740
მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ დღეს აღარ არსებობს ნაპრალი ჩვენს ხალხსა და ჩვენს შორის და ადამიანის ღირსება არის ის უზენაესი, რაზეც არის დამყარებული ყველაფერი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ლენტეხის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.
პრემიერმა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საარჩევნო გარემო თავისუფალია. „დღეს ქვებით არავის ხვდებიან. ცალკეული ინცინდენტების გარდა, მთლიანად, საარჩევნო კამპანია მშვიდობიანია. სატელევიზიო სივრცეში ისმის თავისუფალიაზრი - ხშირად, შეიძლება გულსატკენი, მაგრამ თავისუფალი, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება იმ სახელმწიფო პროგრამებსაც დაუთმო, რომლებიც მეწარმეობის განვითარებას ისახავს მიზნად და გამოყო „აწარმოე საქართველოში", რომლის ნაწილია საოჯახო სასტუმროების წახალისების პროგრამა - „უმასპინძლე საქართველოში". პრემიერმა აღნიშნა, რომ პროგრამა, ყველაადამიანს, ამ მიმართულებით საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის, გრძელვადიან, შეღავათიან კრედიტებს სთავაზობს. გიორგი კვირიკაშვილისთქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ შეიქმნას ადგილობრივი საწარმოო პოტენციალი და მოქალაქეებმა თავი უფრო წელგამართულად იგრძნონ. თუმცა, პრემიერისგანცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საწადელს მიაღწია. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი კარგად ხედავს, რამხელა გაჭირვებაა რეგიონებში,მაგრამ აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ მიაღწიოს იმას, რომ უკვე ჩაყრილი საფუძველი თითოეული ოჯახის კეთილდღეობად გარდაიქმნას.
„წელს საქართველოში 6 მილიონამდე ტურისტს ველოდებით და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რეგიონებში რამხელა ზრდაა ტურიზმში. ეს მნიშვნელოვანიაიმისთვის, რომ ეს სიკეთე ყველა თქვენგანის ოჯახმა იგრძნოს. ლენტეხში მალე დასრულდება ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საავადმყოფოსმშენებლობა. ეს იქნება დიდი შვება ადგილობრივებისთვის და ეს ყველაფერი, მთის კანონთან ერთად, შექმნის წინაპირობას, რომ აქ დამაგრდეს მოსახლეობა დაახალგაზრდობა რეგიონის დატოვებაზე აღარ ფიქრობდეს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შემდგომიგანვითარებისთვის. ჩვენ თქვენთან მოსასვლელი პირი არ გვექნება, თუ არ ავაშენეთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალი გზა, თავისი გვირაბებით. ასევე,საზაფხულო გზა უშგულის გავლით, რომელიც, ამ გზაზე მდებარე ყველა სოფლისთვის მნიშვნელოვანია. ამას ექნება უდიდესი მნიშვნელობა სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის განვითარებისთვის, თითოეული თქვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საზაფხულო გზისმშენებლობა და გვირაბების პროექტზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება.
პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი გაკეთდება უსწრაფეს ტემპებში, მაგრამ ისე, რომ მთავრობა არ გადათელავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს და თითოეულიადამიანის ღირსება უზენაესი და უპირველესი იქნება. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა და განაცხადა, რომ სვანეთსპარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული სიითაც ეყოლება.
„ჩვენ არ მოგვწონს ის, რომ საქართველოს მოსახლეობას, რაღაც სტანდარტების მიხედვით, მათემატიკურად აჯამებენ. ყველა რეგიონს აქვს თავისითავისებურებები, გასაჭირი, სიხარული და ყველა რეგიონი გამორჩეულია, მაგრამ ასეთია რეალობა", - განაცხადა პრემიერმა.
ლენტეხის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მინისტრი ადგილობრივებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ესაუბრა.
„მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა და მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ მე, ნამდვილად, არ ჩამოვსულვარ აქ იმისათვის, რათა თავი მოგაწონოთ, თუ რამდენი რამის გაკეთება შევძელი- ეს მთლიანად მთავრობის დამსახურებაა. სამწუხაროდ, მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც გადაუდებელ შემთხვევაში ექიმთან მისულიყო. ეს არის თითოეული თქვენგანის უფლება და ეს არის ის, რაც გეკუთვნით.ერთადერთი, რაც შევძელით, იმის ნაწილი დაგიბრუნეთ, მე მგონი, საკმაოდ დიდი ნაწილი, რაც გეკუთვნოდათ და არა ის, რომ დაგამადლოთ, აი რამდენი რამგავაკეთეთ. იგივე ეს საავადმყოფო, რომელიც რამდენიმე კვირაში ამუშავდება. იგივე სასწრაფო დახმარების განახლებული სადგური. მე კარგად მესმის,დამერწმუნეთ, დეტალურად ვიცი, ის დამატებითი საჭიროებები, რაც დარჩება რაიონს მას შემდეგ, რაც ძალიან მალე ეს საავადმყოფო გაიხსნება. იგივე შეეხებასასწრაფოს",-განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა სოციალური დახმარებების შესახებ.
„ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული რაც არის, ესაა სოციალური დახმარებები. ჩვენ ძალიან ვეცადეთ და ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური შემადგენელიმთლიანად ამოვაცალეთ ამას, როდესაც არჩევნების წინ ხდებოდა ხოლმე ათეულობით ათასი ადამიანისათვის დახმარების დანიშვნა. მესმის, რომ თითოეულიადამიანისთვის, თითოეული ოჯახისთვის დანიშნული ან განსაკუთრებით მოხსნილი სოციალური დახმარება რამდენად მტკივნეულია, მაგრამ თვალებში გიყურებთდა პირობას გაძლევთ, რომ ეს არის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკა, შეიძლება ითქვას ღირსების საკითხიც, რომ სოციალური დახმარების იმედზე კი არიყოს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი და ოჯახი, არამედ, მას ჰქონდეს ღირსეული სამუშაოს შესაძლებლობა, რომ თვითონ, ღირსეულად შეინახოს თავისი ოჯახი.თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ოჯახებს, ვისაც სჭირდება დახმარება, აუცილებლად დავეხმარებით",-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ ლენტეხის მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისასმიგრაციის პროცესის შეჩერებისა და ამისათვის, თანამედროვე გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მე დღეს ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ, თქვენი ოჯახის მეგობარი და თქვენი ინტერესების დამცველი. მსურს ჩემი ცოდნა, უნარი, წლების განმავლობაშიდაგროვილი გამოცდილება გამოვიყენო იმისთვის, რომ იგრძნოთ უკეთესობა. ერთად მოვუტანოთ წარმატება და წინსვლა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ერთობლივიძალებით შევქმნით თანამედროვე გარემოს, სამუშაო ადგილებს. შევაჩერებთ მიგრაციის პროცესს და განვავითარებთ ტურიზმს, მეცხოველეობას. გონივრულადავითვისებთ ჰიდრორესურსებს",-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















