სახალხო დამცველმა თბილისის მერს რეკომენდაციით მიმართა
საქართველო, თბილისი - 12:25 | 26.08.2016 ნანახია: 1496
2016 წლის 19 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერს დავით ნარმანიას და მოითხოვა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ მისი იმ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც გლდანში, N39 ბაგა–ბაღის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები გაიზარდა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა მოქალაქე მ.თ.–ს განცხადება, მისი საცხოვრებელი სახლის მეზობლად ერთ–ერთი კომპანიის მიერ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის კანონიერებასთან დაკავშირებით. მოცემულ მიწის ნაკვეთზე თბილისის მერმა გასცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, რის შედეგადაც გაიზარდა სამშენებლო განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დასკვნას, რომელსაც ასევე დავით ნარმანია ხელმძღვანელობს.
საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საბჭოს დასკვნა არ შეიცავდა კონკრეტულ დასაბუთებას, თუ რა საფუძვლებით მიიჩნია საბჭომ მიზანშეწონილად ქალაქთმშენებლობის პარამეტრების ცვლილება. ამასთან, საბჭოს სხდომაზე დაინტერესებული მხარეები (მათ შორის, განსახილველი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები) ჩართული არ ყოფილან. შესაბამისად, თბილისის მერის ბრძანება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ დაუსაბუთებელია, ვინაიდან იგი ეყრდნობა მხოლოდ საბჭოს დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშეა გამოცემული, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებთან.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვინაიდან სპეციალური ზონალური შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება და მშენებლობის ნებართვა მარტივი ადმინისტრაციული წესით გაიცემა, საბჭოს სხდომაზე – გადაწყვეტილებების მიღების საწყის ეტაპზე დაინტერესებული მხარის მოწვევა საჯაროობის პრინციპისა და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა.
ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გარემოებების სრულყოფილი შესწავლა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ხარვეზიან, არაეფექტურ და საერთაშორისო რეგულაციებთან შეუსაბამო კანონმდებლობის პირობებში. კერძოდ, ამ დროისათვის არ არსებობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების ვალდებულება ისეთ საქმიანობასთან (მოცემულ შემთხვევაში, მშენებლობასთან) მიმართებით, რომელსაც მართალია არ ფარავს გზშ–ს დაქვემდებარებულ საქმიანობათა ჩამონათვალი, თუმცა მან შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გარემოზე.
საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია შეინარჩუნოს ბალანსი ეკონომიკურ საქმიანობასა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას შორის. მიმზიდველი და ლიბერალური საინვესტიციო გარემოს შექმნისა და ეკონომიკური განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნის მიღწევა კანონშესაბამისი სივრცითი მოწყობის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების უგულებელყოფით დაუშვებელია. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ორიენტირებულია დაიცვას არამხოლოდ ინდივიდის, არამედ საზოგადოების უფლებები და გააჩნია უნივერსალური მნიშვნელობა ადამიანის არსებობისა და მომავალი თაობებისათვის.
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თბილისის მერის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევით გამოცემული დაუსაბუთებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი არღვევს საზოგადოებრივ და სხვა პირთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღების გამო როგორც განმცხადებელს, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეს ერთმევა საკუთრებისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვისა და რეალიზების შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საერთო საზოგადოებრივ ინტერესებს, უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის ძირითადი უფლებები და კანონიერების პრინციპი.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















