ვახტანგ ყოლბაია: აფხაზეთის რეინტეგრირება დედასამშობლოსთან უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით
საქართველო, თბილისი - 14:17 | 26.08.2016 ნანახია: 1718
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებლობა“.
ამასთან დაკავშირებით, 25 აგვისტოს ოკუპირებილ აფხაზეთში გაიმართა „მრგვალი მაგიდა“, რომელიც მიეძღვნა ხსენებული აღიარების 8 წლისთავს და რომელზეც დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიბკამ განაცხადა, რომ „ასრულდა აფხაზთა მრავალ თაობათა ოცნება“.
ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ხაზგასმით დააფიქსირა თავისი აზრი:
„ჩვენ არ ვიღლებით და არც დავიღლებით მშვიდობიან გზებზე სიარულით. ისტორიული სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ქართველებს არ სჭირდებათ, აუცილებელია ის აფხაზებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძმობისა და ნათესაობის კვალს ვერ წაშლის ვერც წლები და ვერც საუკუნეები. ომს გამარჯვებულები არა ჰყავს. ყველა მხარე დამარცხებულია. ამ საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება. აფხაზების ნდობა უნდა აღვადგინოთ. 2012 წლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკაც და საქმიანობაც, ამ ფაქტორების გასააქტიურებლადაა მიმართული. აფხაზეთის რეინტეგრირება დედასამშობლოს წიაღში კი, უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით. ხელშემწყობი ფაქტორები შემდეგია: საქართველოს მთავრობის სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ეკონომიკური ურთიერთობები, სახალხო დიპლომატია, განათლება, ჯანდაცვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; 20 წელზე მეტი გავიდა იმ ტრაგედიიდან. აგრესიული რიტორიკა, რომელსაც მესამე ძალა ახორციელებს, მოქმედებს საზოგადოების განწყობაზე, მით უმეტეს, როცა აფხაზეთი პოლიტიკურ იზოლაციაშია და მოკლებულია ქართველებთან დიალოგს. თაობები აღიზარდნენ ამ სიძულვილის რიტორიკით, თუმცა ჰუმანიტარული ფაქტორები სერიოზულ როლს ასრულებს. ვფიქრობ, აფხაზები დღითიდღე რწმუნდებიან და კიდევ უფრო დარმწუნდებიან, რომ ქართველები მათი მტრები არ არიან. უბრალოდ, წნეხში არიან და ამის საჯაროდ აღიარება არ შეუძლიათ“- აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















