პრეზიდენტი: პოლიტიკური პარტიები აქტიურ დისკუსიაში უნდა შევიდნენ საზოგადოებასთან
საქართველო, თბილისი - 13:39 | 29.08.2016 ნანახია: 1546
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "შენი ხმა ჩვენი მომავლია" კამპანიის ფარგლებში, წყალტუბოში საზაფხულო სკოლას ესტუმრა და პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.
პროექტი "შენი ხმა ჩვენი მომავლია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს არჩევნებში მონაწილეობისმიმართ საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას.
გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩევლის წინაშე კონკრეტული პროგრამებით წარდგომას და გააქტიურებას ურჩევს.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ამომრჩეველს რას გეგმავენ დასაქმების, ეკონომიკის, სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, რაპოზიცია აქვთ გეოპოლიტიკურ საკითხებზე.
პრეზიდენტი ასევე მიმართავს მედიას გააქტიურდეს საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით.
„მე მინდა ვთხოვო პოლიტიკოსებს გააქტიურდნენ, უფრო აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო კამაპნიაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს მინდა ვთხოვო, რომ უფრო მეტიგაგვაგებინონ ჩვენ, ამომრჩევლებს რა უნდა გავაკეთოთ.
პოლიტიკური პარტიები აქტიურ დისკუსიაში უნდა შევიდნენ საზოგადოებასთან და დიალოგი აწარმოონ ხალხთან. როცა აქტიური იქნება ამომრჩეველი, პოლიტიკოსს მოუწევს მისთვის პასუხებისგაცემა.
ჩვენი, ამომრჩევლების სახელით, მინდა მედიასაც ვთხოვო, რომ უფრო გაქტიურდეს და ჰკითხოს პოლიტიკოსებს - რას აპირებენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პროექტი „შენი ხმა ჩვენი მომავალია" საქართველოს 8 ქალაქში ახალგაზრდული საზაფხულო სკოლების მოწყობას ითვალისწინებს, ერთერთ ასეთ სკოლის მონაწილეებს წყალტუბოში დღესპრეზიდენტი შეხვდა.
„რეალურად თქვენ ქმნით ხვალინდელ, ძლიერ, დემოკრატიულ, საქართველოს.
მთავარი, რასაც თქვენ აკეთებთ და გააკეთებთ, იქნება ის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიაწვდით ძალიან მნიშვნელოვან გზავნილს, რომელშიც არ არის რაიმე ტიპის აგიტაციარომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, მაგრამ იქნება გზავნილი, რომელიც დემოკრატიული საქართველოს ფუნდამენტი და საფუძველია. გზავნილს, რომლის შინაარსიც არის იმისთვის, რომეფექტიანად იმუშაოს სახელმწიფომ, იმისთვის, რომ რეალურად ფუნქციონირებდეს დემოკრატია, შეიგრძნოს ჩვენმა ხალხმა ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე და სიდიადე.
ამისთვის ყველა მოქალაქე უნდა იყოს საარჩევნო პროცესში ჩართული. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია, მივიდეს საარჩევნო უბნებთან და რომელიმე პარტიას, რომელიმეპოლიტიკურ ლიდერს მისცეს ხმა.
ბევრი ადამიანი იმედგაცრუებულია პოლიტიკის მიმართ, არის ნიჰილისტური განწყობებიც, მაგრამ ჭეშმარიტება და მთავარი აზრი დევს იმაში, რომ ადამიანი, რომელიც არ მიდის არჩევნებზე,რეალურად უარს ამბობს თავის მოქალაქეობრივ უფლებაზე იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს თანამონაწილე, განახორციელოს თავის მოქალაქეობრივი ვალი.
ხმის არმიცემით, უბანზე არმისვლით, ბოიკოტით, ისინი სჯიან მხოლოდ თავიანთ თავს, სჯიან მომავალს და ვერაფრით სჯიან პოლიტიკოსებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი გზავნილი, რომელიც თქვენ გაქვთ, ეს თქვენ თვითონ ხართ. თქვენ არ ითხოვთ რომელიმე ძალის მხარდაჭერას, არამედ ითხოვთ ახალგაზრდების მომავლისმხარდაჭერას",- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა პროექტის მონაწილეებს.
საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში პროექტის მონაწილეებთან შეხვედრებს გააგრძელებს და ანაკლიას, შეკვეთილს, ზუგდიდს და სიღნაღს ეწვევა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















