დავით აღმაშენებლის გამზირზე საინჟინრო - საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაცია სრულდება
საქართველო, თბილისი - 14:48 | 29.08.2016 ნანახია: 1580
თბილისის განვითარების ფონდის პროექტის, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის აუცილებლობა დადგა რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო:
- მარჯანიშვილის მოედნიდან საარბრუკენის მოედნამდე მონაკვეთში მოძველებული იყო საკანალიზაციო და წყლის მიწოდების სისტემა, რომელიც აღარ აკმაყოფილებდა დღევანდელ მოთხოვნებს;
2. გამზირის ამ ნაწილში საერთოდ არ არსებობდა სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რის გამოც გრუნტის წყლები საფრთხეს უქმნიდა გამზირზე განთავსებული შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას;
3. გამზირის ამ მონაკვეთის კომერციულად გააქტიურების პროგნოზის მიხედვით, როგორც წყლის, ისე ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის არსებული სიმძლავრეები ითხოვდა ზრდას;
4. აუცილებელი იყო გამზირზე საჰაერო წესით განთავსებული სხვადასხვა ტიპის ქსელის მოწესრიგება ისე, რომ შენობების ვიზუალური მხარე არ დამახინჯებულიყო გაყვანილობებით;
5. გამზირის ახალი კონცეფციის მიხედვით აუცილებელი იყო, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების მთელი რიგი კონფიგურაციული ცვლილებები.
ზემოთ აღნიშნული სამუშაოები 2016 წლის აპრილში დაიწყო და მოიცავდა: 1. კანალიზაციის მაგისტრალური ქსელის შეცვლას. 2. სანიაღვრე ქსელის მოწყობას. 3. სადრენაჟე ქსელის მოწყობას. 4. მაგისტრალური წყალსადენი სისტემის შეცვლას. 5. ბუნებრი აირის მილების შეცვლას. 6. გარე განათების სადენების მოწესრიგებას. 7. მაღალი ძაბვის დენის, ელექტრო ენერგიის გადამცემი მაგისტრალური სადენების შეცვლას. 7. ყველა ტიპის სუსტი დენების გაყვანილობის შეცვლას.
პროექტის ფარგლებში, აპრილიდან დღემდე საინჟინრო საკომუნიკაციო სისტემის განახლებასთან და ახლის მოწყობასთან დაკავშირებით, შესრულდა შემდეგი სამუშაოები:
- გარკვეულ მონაკვეთებში მაგისტრალური კანალიზაციის მილის დაზიანებების გამო, გაყვანილობა შეიცვალა გოფრირებული პოლიეთილენის მილებით (ჯამში 713 მეტრი) და მოეწყო კანალიზაციის გამწმენდი ჭები (კამერები).
- დავით აღმაშენებლის გამზირზე, სანიაღვრე ქსელის არ არსებობის გამო, უხვი ნალექის დროს მოსახლეობას ექმნებოდა სარდაფების დატბორვის პრობლემა. პროექტის ფარგლებში აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, მოეწყო სანიაღვრე კოლექტორი საკონტროლო კამერებით (1038 მეტრი).
• მოეწყო სადრენაჟე ქსელი (720 მეტრი) დავით აღმაშენებლის გამზირზე, რომლითაც მოხდება მიწისქვეშა გრუნტის წყლების შეკრება ერთიან მართვად სისტემაში, შედეგად მოიხსნა შენობების საძირკვლების დაზიანების საშიშროება. - შეიცვალა დაზიანებული მაგისტრალური წყალსადენის ლითონის მილები (962 მეტრი) მაღალი წნევის პოლიეთილენის მილებით, რომლებიც სამომავლოდ იძლევა წლის წნევის 4-ჯერ გაზრდის საშუალებას რაც უზრუნველყოფს წყლის მაღალი წნევით მიწოდებას და ხასიათდება ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით.
- გაზმომარაგების სისტემის დიდი ნაწილი იყო მოწყობილი საჰაერო გზით, რაც ამახინჯებდა შენობის ფასადებს. პროექტის ფარგლებში, მოხდა ძველი გაყვანილობის დემონტაჟი და მიწის ქვეშ ახალი გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალის მონტაჟი (750 მეტრი).
- შეიცვლება გარე განათების ბოძები და მათი დამაკავშირებელი სადენები. მიწისქვეშ ეწყობა დამატებითი სარეზერვო სადენები (ჯამში 3600 მეტრი).
- შეიცვალა საჰაერო გზით მოწყობილი მაღალი ძაბვის დენის და ელექტრო ენერგიის გადამცემი მაგისტრალური სადენები (1800 მეტრი) და გაიზარდა მათი კვეთები, რაც დამატებითი სიმძლავრის ელექტრო ენერგიის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
დავით აღმაშენებლის გამზირზე, აღნიშნული სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, დარჩენილი სამუშაოები ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების პარალელურად გაგრძელდება და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















