აზიმ სადიკოვი: სსფ-ს მისია ნოემბერში ჩამოდის
საქართველო, თბილისი - 13:21 | 16.10.2015 ნანახია: 2632
დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს სრული უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა საფინანსო სექტორის ზედამხედველობა განახორციელოს, აღნიშნულის შესახებ განცხადება "ბიზნესკონტაქტთან“ საუბრუისას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა გააკეთა.
გთავაზობთ აზიმ სადიკოვის ინტერვიუს „ბიზნესკონტაქტთან“
- პირველ რიგში, ბუნებრივია, მინდა გკითხოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, წარმოებაში მიიღოს საფინანსო ზედამხედველობის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის საქმე. ფაქტია, დღეს საბჭოს მუშაობა ამ გადაწყვეტილებით არის შეჩერებული. ვინ არის პასუხისმგებელი დღეს საფინანსო ზედამხედველობაზე?
- მიმაჩნია რომ პასუხი ნათელია. რადგან სასამართლომ ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებები შეაჩერა, დღეს კვლავ ძალაშია არსებული განშლა და ეროვნულ ბანკს აქვს სრული უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა განახორციელოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობა. ხოლო, რადგან ეროვნული ბანკი აგრძელებს ბანკების ზედამხედველობას, მე ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. მოგეხსენებათ, სავალუტო ფონდი იწონებს საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკას, როგორც რისკებზე დაფუძნებული თანამედროვე სტანდარტის მიდგომას.
ერთი საკითხია: მაშინ როცა საკონტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გამოცხადდება, არსებობს იმის საჭიროება რომ ხელისუფლებამ დასახოს სამომავლო გეგმა მოვლენათა ნებისმიერი შესაძლო განვითარების შემთხვევაში, რათა საბანკო ზედამხედველობა დარჩეს დამოუკიდებელი და განხორციელდეს მაღალი ხარისხით.
- რას ურჩევთ ხელისუფლებას: როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით სამომავლო გეგმა?
- ჯერ ალბათ ნაადრევია რაიმე რჩევის განსაზღვრა. საკონსტიტუციო სასამართლომ საჩივარი მხოლოდ ორი დღის წინ მიიღო განსახილველად. თუმცა მთავრობასთან განვიხილავთ სვლებს, თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის დამოუკიდებლობა სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში.
- და მაინც, რას უნდა მიაქციოს ხელისუფლებამ ყურადღება თქვენი აზრით ამ პროცესში?
- არსებობს ერთიანი მიზანი, რომელიც საერთოა მთავრობის, ხელისუფლების, ეროვნული ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის და ესაა საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობის და მაღალი ხარისხის შენარჩუნება. ეს ნიშნავს, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაუშვებს ცვლილებებს, აუცილებელია, რომ ახალი სააგენტო იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ან ცალკეული ჯგუფების გავლენისგან, ქონდეს საქმიანობის მაღალი ხარისხი და ხოლო ფუნქციის გადატანა უნდა განხორციელდეს ნელა, წესისმიერი პროცესით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცული იყოს.
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხშირად აკეთებს აქცენტს ზედამხედველობასთან დაკავშირებით ინსტიტუციური მეხსიერების აუცილებლობაზე ანუ იმაზე, რომ დღემდე არსებული პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. რამ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკის ეს განგრძობადობა?
- ამომავალი წერტილი, ისევ, საბანკო ზედამხედველობის ხარისხია, რომელიც ამჟამად, ზედამხედველობის სამსახურის ცენტრალური ბანკის დაქვემდებარებაში ყოფნის პირობებში, ძალიან მაღალია. ასე რომ, რაც უნდა მოხდეს, ჩვენ ზედამხედველობის მაღალი ხარისხის შენარჩუნება უნდა უზრუნველვყოთ. ეს ნიშნავს, რომ გარდამავალი პერიოდში არ უნდა იჩქარონ. გადაბარება უნდა მოხდეს წყნარად, პოლიტიკის განგრძობადობის დაცვით, ეს პროცესში მონაწილე ყველა მხარის ინტერესში შედის.
- არის თუ არა საბანკო ზედამხედველობა ერთ-ერთი ის საკითხი, რაზეც მთავრობა და ფონდი ვერ თანხმდება და შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიმოხილვაც ვერ სრულდება?
- სავალუტო ფონდს მიაჩნია რომ უკეთესია თუ საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩება, შემდეგი სამი ძირითადი მიზეზის გამო: პირველი: ეს უზრუნველყოფს ზედამხედველობის ფუნქციის დამოუკიდებლობას. მეორე: უზრუნველყოფს მჭიდრო კავშირს მონეტარულ და საფინანსო სექტორის პოლიტიკას შორის. მესამე: ინსტიტუტის ეფექტურობა იზრდება ამ სფეროს ყველა ექსპერტის ერთად თავმოყრით. ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით ჩვენ ურყევად გამოვთქვამდით ჩვენს პოზიციას, რომ საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკის ნაწილი უნდა იყოს.
- საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შესახებ მინდა ცოტა უფრო დეტალურად გკითხოთ. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ჩვენი გადაცემის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მისია საქართველოს ოქტომბრის ბოლოს ეწვევა. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
- მოგეხსენებათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა 2014 წლის ზაფხულში დაიწყო. ამ პროგრამის მეორე მიმოხილვისთვის მისია საქართველოში მაის-ივნისის პერიოდში იმყოფებოდა. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ მთავრობასთან და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობასთან იმ ნაბიჯების შესათანხმებლად რაც პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებისთვის იყო საჭირო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემდეგი მისია სავარაუდოდ ნოემბერის დასაწყისში ჩამოვა პროგრამის მეორე მიმოხილვის დასასრულებლად.
- რა ნაბიჯებს გულისხმობთ? ძირითადად რა საკითხებს განიხილავთ ხელისუფლებასთან?
- ძირითადად ვსაუბრობთ 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის ყოვლისმომცველ, ინკლუზიურ ზრდას, მაგრამ გაითვალისწინოს ქვეყნის საგარეო ვალის მდგრადობის აუცილებლობა. ასევე ვსაუბრობთ თავისუფალი გაცვლითი კურსის აუცილებლობაზე და ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის საკითხზე.
- ვიცით, რომ პერუში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობას შეხვდა. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ: რა საკითხები განიხილეს ამ შეხვედრაზე?
- დიახ, მინისტრი ხადური პერუში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) განმკარგულებელი დირექტორის მოადგილეს, წინა ხუთშაბათს. შეხვედრა ფრიად პროდუქტიული იყო, სადაც განიხილეს ფონდისა და საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარეობა და პერსპექტივები.
- მიიღებს საქართველო დარჩენილ 20 მილიონ ესდეერს და რა მოხდება შემდეგ?
- ეს სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა. ამ დარჩენილი, თანხის მისაღებად აუცილებელია სსფ-ს პროგრამის მიმოხილვის დასრულება. თუმცა, მიმოხილვის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს გადაწყვეტს ისესხებს თუ არ იგი ამ თანხას ფონდიდან.
- როდის დასრულდება მიმოხილვა?
- თარიღის დასახელება გამიჭირდება. სსფ-ს მისია ნოემბერში ჩამოდის, ორი კვირით და მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას მიმოიხილავს. მიღწეული შეთანხმებების გათვალისწინებით გადაწყვეტს მიმოხილვის დასრულების საკითხს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 5-6 კვირა დასჭირდება სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა თანხმობის მიღებას და მიმოხილვის დამტკიცებას.
- და ბოლოს, მაინც დავსვამ ამ კითხვას: საბოლოოდ, როგორ მიგაჩნიათ, სად განთავსდება საბანკო ზედამხედველობა?
- ამ კითხვაზე არ შემიძლია პასუხის გაცემა, არ ვიცი. ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. ჩემის მხრივ მხოლოდ იმის თქმა შემიძილია, რომ უმჯობესია, თუ ისევ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩება.
ელენე კვანჭილაშვილი, ბიზნესკონტაქტი
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















