ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
საქართველო, თბილისი - 12:31 | 31.08.2016 ნანახია: 1680
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად იგი სოფლების- აღმამედლოსა და ულაშლოს უხუცესებს შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს საკუთარი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ასევე ისაუბრა დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
როგორც რუსლან გაჯიევმა განაცხადა, იგი საკუთარ ხმას მიაწვდის შესაბამის უწყებებს და პირადად ჩაერთვება საკითხების გადაწყვეტაში.
ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი.
იგი სოფელ ქვემო ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მათ შორის ყურადღება ჯანდაცვის პროგრამაზე გაამახვილა.
„ადამიანებისთვის ავადმყოფობა განაჩენი აღარ არის, უსახსრობის გამო მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, ჯანმრთელობის პრობლემების არსებობისას სახლ-კარის გაყიდვა, სესხის აღება და საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩენა აღარ უწევთ. გაუმჯობესდა სოციალური დაცვის პაკეტი, მნიშვნელოვნად გაიზარდა ყველა კატეგორიის პენსია, სახელმწიფო ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე. ადამიანისა და მისი ღირსების დაცვა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა , თვისუფალი ბიზნესი, გამოხატვის თავისუფლება- ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია. სახელმწიფომ სოფელი მთავარ საზრუნავად აქცია და ხმამაღლა განაცხადა , რომ ძლიერი ქვეყანა ძლიერი სოფლიდან იწყება. სოფლის დასახმარებლად მრავალი პროექტი განხორციელდა, მთავრობამ ამ მიმართულებით 1 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა",-- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს „ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















