გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის ვიცე-პრემიერს, მიხაილ რუსის შეხვდა
საქართველო, თბილისი - 19:32 | 31.08.2016 ნანახია: 1660საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის ვიცე-პრემიერს, მიხაილ რუსის შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივიურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნათბილისში.
გიორგი კვირიკაშვილმა და მიხაილ რუსიმ ისაუბრეს იმ პოტენციალზე, რაც საქართველოსა და ბელარუსს შორისეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროშიარსებობს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისმნიშვნელობაზე. აღინიშნა ბელარუსის ბაზარზე ქართული მინერალური წყლისა და ღვინის ექსპორტის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივები.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის როლს, რომლის რიგით მესამე სხდომა, ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ხვალ გაიმართება.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული ურთიერთობები. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო–ბელარუსის ბიზნესფორუმი კიდევ უფრო განამტკიცებს ეკონომიკურთანამშრომლობას ქვეყნებს შორის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნულ გამოფენას, რომელიც ხვალ გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ბელარუსული საწარმოები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველო–ბელარუსის ერთობლივი საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორები.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის ვიცე-პრემიერს საქართველოსტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















