დავით უსუფაშვილმა ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო, თბილისი - 20:51 | 31.08.2016 ნანახია: 1640საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ორდღიანი ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
დავით უსუფაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა და ამ ტიპის ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, პოლონეთის რესპუბლიკაში მიმდინარე საპარლამენტო შეხვედრა დროული და მნიშვნელოვანია. „ამ კონფერენციაზე ყველა ორი განცდის გამო ჩამოვედით: გადაუდებლობის განცდისა და იმედის გამო. გადაუდებლობის განცდა მოდის იმ ვითარებიდან, რასაც ყველა ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს აქვთ ინდივიდუალური გზა ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი ფიქრები და ძალისხმევა რამდენიმე საერთო საკითხმა გააერთიანა- ვხედავთ, რომ ევროპა გამოწვევების წინაშე დგას და ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი პრობლემების მოგვარებაში. გადაუდებლობის განცდა მოდის იმ ფაქტიდან, რომ ინტეგრაციის პროცესები გაამწვავა გაჩენილმა პრობლემებმა. მაგრამ იმედის შეგრძნება მოდის იმ ფაქტიდან, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ევროპელი მოთამაშე, როგორიცაა პოლონეთის რესპუბლიკა, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება. იმედი ისაა, რომ ევროპაში არის ქვეყნები, სადაც ამ საკითხებს სერიოზულად ეკიდებიან. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო იქნება მათ შორის, ვინც აქტიურად იქნება ჩართული ანალიზსა და დისკუსიებში",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, სანამ ევროკავშირი რეფორმებზე ფიქრობს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი საზღვრების მიღმა სხვადასხვა მოვლენები ვითარდება და რეფორმებზე ფიქრისას, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპული ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური ღირებულებები და მიზნები ფუნქციურია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სუვერენიტეტზე საუბრისას სიფრთხილეა საჭირო, რათა საქმე იზოლაციამდე არ მივიდეს. ასევე სიფრთხილეა საჭირო სოლიდარობაზე საუბრისას, „რომ არ მივიდეთ სოლიდარულად დახუჭულ თვალებამდე, როდესაც ზოგი ევროპული ან მეზობელი ქვეყანა ძალადობს საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე. აქ ჩვენ სოლიდარულები ვერ ვიქნებით. სოლიდარობა მუშაობს და ფუნქციონირებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეები თანაბრად იცავენ იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც არა მხოლოდ ევროპის, არამედ 21-ე საუკუნის თანამედროვე მსოფლიოს ფუნდამენტია".
სიტყვით გამოსვლისას, დავით უსუფაშვილმა ეროვნული პარლამენტების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემები პოლიტიკისებისგანაც მოდის. მისი თქმით, თუ პარლამენტი ხალხს უკეთ მოემსახურება, ნაკლები პრობლემა შეიქმნება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პოპულიზმის შესახებაც. მისი შეფასებით, ეროვნულმა პარლამენტმა „პოლიტიკის კეთების" და ლიდერობის მაღალი სტანდარტი უნდა დააწესოს და მეტი პასუხისმგებლობა იტვირთოს.
„პრობლემები მოდის პოლიტიკოსებისგანაც და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. პოლიტიკოსები, რომლებიც ქმნიან პრობლემებს, პარლამენტში ჩვენს გვერდით სხედან. ასე რომ, ჩვენი პარლამენტები უკეთ უნდა ემსახურებოდნენ საკუთარ ხალხს და მაშინ, ალბათ ნაკლები პრობლემა და უფრო მეტი მიღწევა იქნება. სამწუხაროდ, ვხედავთ პოპულიზმის აღზევებას ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის, საქართველოშიც. ასე ესმის პოლიტიკა და ლიდერობა ზოგ პარტიას და პოლიტიკოსს. მაშასადამე, ეროვნული პარლამენტები უნდა აწესებდნენ პოლიტიკის კეთების, ხალხის გაძღოლის მაღალ სტანდარტებს და არ მიჰყვებოდნენ იმ ტრენდს, რომელსაც ყველა ვხედავთ - როდესაც არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომელიც გაბრაზებული ხალხის პოვნას და მათ ლიდერად გადაქცევას ცდილობენ. ეს არ არის ლიდერობა. ჩვენ გვჭირდება ლიდერები, რომლებსაც ხალხთან იდეები მიაქვს, რომლებიც ხალხს მიმართულებებს აძლევენ. მაშასადამე, ეროვნულმა პარლამენტებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს ხალხს უკეთ ესმის რა ხდება მსოფლიოში. ამ შემთხვევაში იქნება ნაკლები ევროსკეპტიციზმი, ნაკლები ზეწოლა პოლიტიკოსებზე",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ევროკავშირზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახლა პოპულარულია ევროკავშირზე მითითება და მისთვის ყველა შესაძლო შეცდომის დაბრალება, „მაგრამ ევროკავშირი წევრი ქვეყნების მიერ შეიქმნა და წევრმა ქვეყნებმა უნდა იზრუნონ მიმდინარე პრობლემებზე. ევროკავშირი არ უნდა იყოს განხილული როგორც არსება, რომელიც პოლიტიკურ გარემოში თავისით არსებობს".
დავით უსუფაშვილმა ისაუბრა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და დამსწრეთ შეახსენა, რომ მიმდინარე წლის ივლისში საქართველომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას წარმატებით უმასპინძლა, ხოლო 2017 წელს ჩვენს ქვეყანაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საპარლამენტო შეხვედრის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს ინიციატივას, ამ ტიპის შეხვედრები პერმანენტული გახდეს.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















