დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა
საქართველო, თბილისი - 11:52 | 05.09.2016 ნანახია: 1643
ახალი ავტობუსები, რომლებიც სულ მალე დედაქალაქში შორ დისტანციებსა და ფართო გამტარუნარიანობის ქუჩებში ივლის, გერმანული კომპანია "Man Truck and Bus AG“-ის ქარხნებში ეწყობა. თბილისის მერი დავით ნარმანია პროცესის პირადად გაცნობის მიზნით, გამთენიისას პოლონეთში გაემგზავრა.
"ადგილზე ვნახავთ ავტობუსების დამზადების პროცესს, ვეწვევით ორ ქარხანას, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. შევთანხმდებით მიწოდების გეგმა გრაფიკზე, ვნახავთ იმ ტექნიკურ პარამეტრებს, რაზეც ვართ შეთანხმებულნი "Man"-ის ქარხანასთან. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში კრინიცაში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც სიტყვით გამოვალ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ ბოლო პერიოდში განხორციელებულ იმ ცვლილებებს, რაც დაკავშირებულია საზოგადოების ჩართულობასთან გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია," - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მერთან ერთად პოლონეთის რესპუბლიკაში მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ქართული დელეგაციის წევრები ადგილზე ორ ქარხანას ეწვევიან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, დავით ნარმანია და ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობას მიიღებენ რიგით 26-ე ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრინიცა-ზდრუიში 6-დან 8 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
დაგეგმილია სხვადასხვა თემატურ პანელებზე სიტყვით გამოსვლები, კერძოდ, დავით ნარმანია ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იქნება პანელზე, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამედროვე და სამომავლო მოდელებზე, ასევე, არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ისაუბრებენ. ირაკლი ლექვინაძე კი პანელზე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამომავლო ურთიერთობებსა და ორი ქვეყნის ევროპასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას შეეხება დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს და დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების, ასევე, ორ ქვეყანას შორის მზარდი ეკონომიკური დინამიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
თბილისის მერის პოლონეთში ვიზიტი 8 სექტემბერს დასრულდება.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















