საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახალმა ელჩმა
საქართველო, თბილისი - 18:38 | 05.09.2016 ნანახია: 1639
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა დაადასტურეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული მყარი მეგობრული ურთიერთობები და აღნიშნეს, რომ ბრექსიტის შემდგომ ახალი რეალობის გათვალისწინებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორმხრივი ურთიერთობების კიდე უფრო განვითარება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახალმა ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ბრექსიტის შედეგად, ევროპაში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. ამისათვის კი, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური თანამშრომლობის არსებული ფორმატი, „უორდროპის დიალოგი", რომელიც ორმხრივი ურთიერთობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. მხარეებმა განიხილეს „დიალოგის" შემდგომი განვითარების პერსპექტივა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის ელჩს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერისა და მრავალმხრივ ფორმატში წარმატებული თანამშრომლობისათვის. მიხეილ ჯანელიძემ ინფორმაცია მიაწოდა ბრიტანელ დიპლომატს საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოსა და ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
ჯასტინ მაკკენზი სმიტმა დაუდასტურა საგარეო საქმეთა მინისტრს გაერთიანებული სამეფოს ურყევი, მხარდამჭერი პოზიციასაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და ასევე, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი. მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის მყარი მეგობრულიურთიერთობებია და სამომავლოდ, ბევრი საინტერესო მიმართულებით არის შესაძლებელი ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარება.
მიხეილ ჯანელიძემ წარმატება უსურვა ბრიტანეთის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















