ერთსულოვნებით, ერთიანობით ვაპირებთ გავიმარჯვოთ 8 ოქტომბერის არჩევნებში მთელს საქართველოში - ირაკლი ალასანია
საქართველო, თბილისი - 20:28 | 05.09.2016 ნანახია: 1622
,,როგორც გორელები და ქართლელები არ გარბოდნენ ბრძოლის ველიდან, ისე "თავისუფალი დემოკრატები" არასოდეს ვტოვებდით ჩვენს ბრძოლის ველს და მებრძოლებს გაჭირვებაში. სწორედ ამ ერთსულოვნებით, ერთიანობით ვაპირებთ გავიმარჯვოთ 8 ოქტომბრის არჩევნებში მთელს საქართველოში“, - ამის შესახებ ისაუბრა ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გორში, სადაც ოფიციალურად დაიწყო მისი საარჩევნო კამპანია.
პარტიის გორის ოფისთან აქტივთან, პარტიის წევრებთან და გორის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე მან ისაუბრა ქართლის და გორის გამორჩეულ როლზე, რომელიც ამ კუთხეს მიუძღვის საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობის, საქართველოს სულის და ღირსების დაცვის საქმეში - ,,კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - როდესაც 2008 წელს გაეროში ჩვენ ვიცავდით საქართველოს ღირსებას და ჩვენი დიპლომატიის ფრონტის ხაზზე ვიყავით, გორელებო, სწორედ თქვენი სულის სიმტკიცე და უტეხობა იყო ჩვენი სტიმული მაშინ და მიტომაც მე გადავწყვიტე, რომ ის გამოცდილება, რომელიც გამაჩნია და ის გამოცდილება, რომელიც დავაგროვეთ ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“, როდესაც ვიყავით ხელისუფლებაში, ვმუშაობდით და ვაკეთებდით საქმეს, როდესაც მე შევძელი ის, რომ დაგვეწყო ნდობით სავსე მოლაპარაკება აფხაზებთან - ეს ყველაფერი მინდა მოვახმარო გორს იმისთვის რომ რეგიონი გახდეს უფრო დაცული“ , -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა გამოკვეთილად ისაუბრა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემის მნიშვნელობაზე:
,,როდესაც თავდაცვის სამინისტროში წამოვიწყე საჰაერო თავდაცვის საქმე, ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ ვყოფილიყავით უფრო დაცულები და მოლაპარაკებებში და ზურგი გვქონოდა გამაგრებული, მაგრამ, ამ საქმეში ხელი შეგვიშალეს, ზურგში დანა ჩაგვარტყეს და მეტიც, პოლიტიკური ზემოქმედებისთვის უდანაშაულო ხუთი ადამიანი სამხედროები თავდაცვის სამინისტროდან დღესაც არიან ციხეში. სწორედ ამიტომ მინდა გითხრათ, როგორც გორელები და ქართლელები არ გარბოდნენ ბრძოლის ველიდან, ისე "თავისუფალი დემოკრატები" არასოდეს ვტოვებდით ჩვენს ბრძოლის ველს და მებრძოლებს გაჭირვებაში. სწორედ ამ ერთსულოვნებით, ერთიანობით ვაპირებთ გავიმარჯვოთ 8 ოქტომბრის არჩევნებში მთელს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















