12 164 მოქალაქეს მიწა საკუთრებაში დაურეგისტრირდა
საქართველო, თბილისი - 16:09 | 06.09.2016 ნანახია: 1664
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობის პირველი თვის შედეგები შეაჯამა. უპრეცედენტო პროექტი, რომელმაც მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის პროცესში არსებული ბარიერები მოხსნა, ხოლო პროცედურები მაქსიმალურად გაამარტივა, 1 აგვისტოდან დაიწყო.
1 აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 45 575 განცხადება შემოვიდა (შარშან ამავე პერიოდში იდენტური მოთხოვნით მხოლოდ 7 526 მოქალაქემ მოგვმართა). აქედან 12 164 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა თავად მოიძია საჭირო საბუთები და ყოველგვარი ბარიერის გარეშე მოქალაქეს მიწა წარმატებით დაურეგისტრირა. 25 743 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა, რეფორმის შედეგად შეძენილი ახალი უფლებამოსილებების წყალობით, მოქალაქის ნაცვლად თავად დაიწყო სხვადასხვა უწყებაში შესაბამისი საბუთების მოძიება და ამ განცხადებათა დიდი ოდენობა ასევე წარმატებით დასრულდება, 4 648 განცხადება კი ამჟამად შესწავლის პროცესშია.
განცხადებების წარდგენის კუთხით, ყველაზე მაღალი აქტივობით შემდეგი მუნიციპალიტეტები გამოირჩევა: გარდაბანი, მცხეთა, თბილისი, მარნეული, ოზურგეთი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, გორი და ლანჩხუთი. ერთი თვის განმავლობაში დღეში, საშუალოდ, 1400 განცხადება შემოდიოდა, ხოლო რეკორდულად დიდი ოდენობის განცხადება 31 აგვისტოს შემოვიდა (4994). მოქალაქეთა ასეთმა მოზღვავებამ საჯარო რეესტრის ასეულობით თანამშრომლის განსაკუთრებული ძალისხმევა მოითხოვა. მით უმეტეს, რომ თითოეულ განცხადებაზე რეგისტრატორი მოქალაქეს ტელეფონით უკავშირდება და მის თაობაზე დამატებით განმარტებებს პირადად აწვდის.
„მინდა, ამ უპრეცედენტო და მოქალაქეზე ორიენტირებული რეფორმის წარმატებისათვის კვირაში 7-დღიანი და თავდადებული მუშაობისათვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საჯარო რეესტრის თითოეულ რეგისტრატორს, კადასტრისა თუ ახალი ტექნოლოგიების თითოეულ სპეციალისტს, იურისტს, არქივის, არქივირების და სკანერზე მომუშავე თანამშრომელს. როდესაც ჩვენ ამ რეფორმის კანონპროექტს ვწერდით, ვიცოდით, რომ მისი პრაქტიკაში განხორციელება დიდი გამოწვევა იქნებოდა საჯარო რეესტრისათვის. მიხარია, რომ დღეს თამამად შემიძლია, მადლობა ვუთხრა საჯარო რეესტრის თანამშრომლებს მოქალაქის ინტერესში წარმატებული მუშაობისათვის. ეს რეფორმა მთლიანად ცვლის საჯარო რეესტრს და მას მოქალაქის მეგობრად აქცევს", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ერთი თვის განმავლობაში საჯარო რეესტრმა ჯამში სხვა უწყებებში 67 973 წერილი გაგზავნა მოქალაქის ინტერესში საბუთების გამოთხოვის შუამდგომლობით. თავიანთი სწრაფი და მრავალრიცხოვანი გამოხმაურებებით უწყებებიდან ყველაზე აქტიურნი საქართველოს ეროვნული არქივი (9 412 პასუხი), საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (2 923 პასუხი) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (813 პასუხი), ხოლო მუნიციპალიტეტებიდან მარნეულის მუნიციპალიტეტი (311 პასუხი) არიან, რომელთაც იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„ეს რეფორმა რომ არ ყოფილიყო და საჯარო რეესტრში 1 თვეში იგივე ოდენობის განცხადება შემოსულიყო, მხოლოდ საქართველოს ეროვნული არქივიდან მოქალაქეებს 23 344 ცნობა თავისით უნდა გამოეთხოვათ და ამაში ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი უნდა გადაეხადათ, მთავრობამ და პარლამენტმა კი ეს და სხვა ფინანსური ტვირთი მოქალაქეს მთლიანად მოუხსნა", − განაცხადა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა პაპუნა უგრეხელიძემ.
რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა მოქალაქეებს ნოტარიუსთან უფასო მედიაცია თავად დაუნიშნა, რის შედეგადაც 4 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა და მოქალაქეებმა ხანგრძლივი სამეზობლო დავის შემდეგ მიწები მარტივად დაირეგისტრირეს. 25 მედიაცია მიმდინარე კვირასაა სხვადასხვა ნოტარიუსთან დანიშნული. სანოტარო მედიაცია დავების მოგვარების ალტერნატიული, სწრაფი, იაფი მეთოდია და მოქალაქეებს წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლოს გარეშე მოგვარებას სთავაზობს.
როგორც ცნობილია, რეფორმის ფარგლებში მოქმედებს ფაქტების კონსტატაციაც და იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით მიწის ნაკვეთის მდებარეობა, საზღვრები, მახასიათებლები და ა.შ. არ დგინდება ან სადავო სიტუაცია ჩნდება, საჯარო რეესტრი ფაქტების დასაზუსტებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავად მიმართავს და პროცესში ამ უწყების წარმომადგენელს რთავს. მომსახურება უფასოა და პროექტის ფარგლებში ამ სერვისით უკვე 42-მა მოქალაქემ ისარგებლა.
ამას გარდა, რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტი და 1 სექტემბრიდან განხორციელებული ყველა ნახაზი ამ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. გაიმიჯნა პასუხისმგებლობა ამზომველსა და მოქალაქეს შორის, კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე − ამზომველი.
აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურების ახალი წესი განისაზღვრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, რაც მიმდინარე რეფორმის წარმატების ერთ-ერთი ქვაკუთხედია.
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა რამდენიმე დღის წინ მიიღო აკრედიტაცია და დღეისათვის უკვე 5 ამზომველზე გასცა სერტიფიკატი, სერტიფიცირებული ამზომველის მომსახურება კი მოქალაქისათვის გაცილებით უფრო საიმედოა.
„ერთადერთი სფერო, სადაც ახლა ტემპის აჩქარებაა საჭირო, ადგილობრივი თვითმმართველობის აღიარების კომისიები გახლავთ, რომლებსაც ჯერჯერობით საჯარო რეესტრიდან გადაგზავნილი არცერთი საქმის განხილვა არ დაუსრულებიათ. მიუხედავად ამისა, მათგან დიდია ინტერესი მეთოდთან დაკავშირებით და ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის. რაც მთავარია, მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მათთვის ეს პროცედურაც არის, კანონის თანახმად, უფასო", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რეფორმის წარმატებით განხორციელებაში დიდ როლს ასრულებს საინფორმაციო მომსახურება. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება ადგილზე მისვლის გარეშე, იუსტიციის სახლის ცხელი ხაზის მეშვეობით (2 405 405) შეუძლიათ. პირველი აგვისტოს შემდეგ ცხელ ხაზზე პროექტის შესახებ ინფორმაცია უკვე 6467 პირს მიეწოდა. „Facebook"-ის პირადი შეტყობინების სერვისით − 800-ზე მეტმა მოქალაქემ, ელექტრონული ფოსტის (info@napr.gov.ge) მომსახურებით კი 600-მდე მოქალაქემ ისარგებლა.
აღსანიშნავია, რომ ელექტრონული პროგრამა, რომელიც საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა (https://napr.gov.ge/chart) განთავსებული, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნოს (მიღებული განცხადებები საქართველოს მასშტაბით და მუნიციპალიტეტების მიხედვით, წარმატებით დასრულებული რეგისტრაციები, სხვა უწყებებში საბუთების მოძიებისათვის გადაგზავნილი მოთხოვნები).
მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 2 405 405 ან ელექტრონული ფოსტით: info@napr.gov.ge.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















