"თავისუფალი დემოკრატები“ 200 ადამიანისგან შემდგარ პარტიულ სიას 8 სექტემბერს წარადგენენ
საქართველო, თბილისი - 15:54 | 07.09.2016 ნანახია: 1651
,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ 200 ადამიანისგან შემდგარ პარტიულ სიას საქართველოს ცენტარლურ საარჩევნო კომისიაში 9 სექტემბერს წარადგენს კომისიაში და ეს იქნება ფაქტობრივად ახალი ეტაპი თავისუფალი დემოკრატების წინასაარჩევნო სამზადისში და ბრძოლაში. - ამის შესახებ პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 8 სექტემბერს, 18:00 საათზე იწურება პარტიული სიების წარდგენის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ უკვე დაასრულეს პარტიულ სიაზე მუშაობა, რომელიც მოიცავს 200 თანაპარტიელს. როგორც გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს იყო შესაძლებლობა შედგენილიყო სია არა უმცირეს 100 და არა უმეტეს 200 ადამანისა, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ იყო ბევრი მსურველი, გამგეობაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სია ყოფილიყო წარდგენილი მაქსიმალური რაოდენობით. ,,თავისუფალი დემოკრატების“ სიის ფორმირებისას ბევრ დეტალს მიექცა ყურადღება, მათ შორის პარტიის დაპირებას , რომ რაც შეიძლება მეტი ქალბატონი ყოფილიყო სიაში წარმოდგენილი. ,,ჩვენი სია ამ თვალსაზრისით იქნება უპრეცედენტო. 200 წევრიდან სამოცზე მეტი ქალბატონია წარმოდგენილი პარტიულ სიაში. ყოველ ათეულში ჩვენ გვეყოლება სამი ქალბატონო და უფრო მეტიც. ჩვენი ვალდებულება , რომელიც ერთი წლის წინათ გავეცით და გპირდებოდით რომ ქალბატონები იქნებოდნენ წარმოდგენილნი სიაში მოწინავე პოზიციებზე შევასრულეთ სრულად“, -განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. მისივე თქმით პარტიამ მოიცვა სრულიად საქართველო, ფაქტობრივად ყველა კუთხე და რაიონი ქვეყნის და რათქმაუნდა დედაქალაქი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდებზე, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი არის წარმოდგენილი ,,თავისუფალი დემოკრატების“ სიაში.
გიორგი ცაგარეიშვილმა ისაუბრა პარტიის სიის პირველ ოცეულში განხორციელებულ ცვლილებებზე - ,,ჩვენ გარკვეული სახის ცვლილება განვახორციელეთ პირველ ოცეულში და სიის მეცამეტე ნომერი დაეთმო ქალბატონ ნათია კუტივაძეს, ცნობილ ეკონომისტს ფინანსისტს, რომელიც ჩვენი თანამებრძოლია და ჩვენი ეკონომიკური პროგრამის თანაავტორია დავით ონოფრიშვილთან ერთად. იყო გარკვეული ცვლილებები სიის ფორმირების პროცესში თავისუფალ დემოკრატებში, წასულების ადგილს ბევრად უკეთესი ადამიანები იკავებენ, მინდა მივესალმო იმ ახალ ადამიანებს, რომლებიც მოდიან პარტიაში და იკავებენ ახალ ადგილებს. იმედი გვაქვს რომ მომავალში არა ერთი საინტერესო ახალი ადამიანი გამოჩნდება ,,თავისუფალ დემოკრატებში“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. პარტია ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ სრულად მოიცავს ქვეყნის მაჟორიტარულ ოლქებს. პარტია გადადის უფრო აქტიურ შეხვედრებზე, კარდაკარზე და სხვა სახის ღონისძიებებზე. გიორგი ცაგარეივილმა ჟურანლისტებს წარუდგინა ის მონაცემები, რომელიც უკვე მზადა და თავმოყრილია 9 სექტემბერს ცესკოში წარსადგენად. რათქმაუნდა დაცულია კანონის ის ნორმა, რომელიც ავალდებულებს არჩევნებში მონაწილეებს შევსებული ჰქონდეთ დეკლარაციები.
,, რათქმაუნდა პირობა, რომელიც ითვალისწინებდა ნარკო-ტესტის გავლას ასევე დაკმაყოფლებულია. ჩვენ გვაქვს სუფთა სია, არავისთვის არაფერს არ ვმალავთ და მოვუწოდებთ სხვა პარტიებს მოიქცნენ ზუსტად ისე, როგორც ამ შემთხვევაში თავისუფალი დემოკრატები იქცევიან“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















