გოჩა ცოფურაშვილი გორში ფერმერებს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 18:17 | 07.09.2016 ნანახია: 1742სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფერმერებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით პესტიციდების და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლს ახორციელებს და ფალსიფიცირებული და უხარისხო ქიმიკატების ქსელიდან ამოღებას უზრუნველყოფს. მიმდინარე წელს, პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია 24 ნიმუში, საიდანაც დარღვევა 6 შემთხვევაში დაფიქსირდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სააგენტო განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს, რის შედეგადაც მინიმუმამდეა შემცირებულია სასოფლო- სამეურნეო კულტურებსა და მწვანე საფარზე საზიანო ზემოქმედება.
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი და მოხმარება აქტუალური საკითხია. სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული მხარდამჭერი პროგრამების პარალელურად, პრიორიტეტულია მომხმარებლის ინტერესების დაცვა და ახალი რეგულაციების შესახებ ფერმერების ინფორმირება. მაღალი ხარისხის პრეპარატების სწორად და ეფექტიანად გამოყენება ხელს შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდას და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას“, -განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა ფერმერებს აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამების, ასევე, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით მიმდინარე ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















