ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება
საქართველო, თბილისი - 12:20 | 12.09.2016 ნანახია: 2077
ქუთაისი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას იბრუნებს-საქართველოს შუაგულში, კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი, ამ ეტაპზე, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს ფონდი «ქართუ».
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით მიმართა ღონიძიების მონაწილეებს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქუთაისის არჩევა ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის ადგილად, არ არის შემთხვევითი, რადგან საუკუნეების წინ სწორედ ქუთაისში ფუნქციონირებდა უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრი-გელათის აკადემია.
დღეს, 12 სექტემბერია და შეუძლებელია არ გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღე და პატივი არ მივაგოთ მის უკვდავ სულს. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ,,მეცნიერება და განათლება უნდა იყოს ქართველი კაცის თოფ-იარაღი“. და დღეს ჩვენი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დღეს საძირკველიეყრება საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტს. აქ, ქუთაისში, დაფუძნდება უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი, აშენდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც უპრეცედენტო საგანმანათლებლო ცენტრი იქნება მთელ ჩვენს რეგიონში. ქუთაისის არჩევა ახალი საუნივერსიტეტო ქალაქისადგილად არ არის შემთხვევითი. ქუთაისია ის ქალაქი, სადაც საუკუნეების წინ არსებობდა გელათის აკადემია, რომელმაც იმ ეპოქაში თავის თავზე იტვირთა უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, ქუთაისისთვის ისტორიულისაგანმანათლებლო კერის ფუნქციის დაბრუნების იდეა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომელმაც საზოგადოებას მოსაზრება პირველად 2011 წელს გაუზიარა,როდესაც თავისი ,,პირველი წერილი" გამოაქვეყნა, თუმცა თავად იდეა ბევრად უფრო ადრე გაჩნდა.
“დღეს ჩვენ იმის მოწმე ვართ, რომ ოცნება რეალობად იქცა და ბევრი ქვეყნისთვის მართლაც მიუწვდომელი პროექტი საქართველოშიიწყებს ხორცშესხმას. მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ბიძინას ამისათვის. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი, და ამას ყველა ერთხმად აღნიშნავს. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომელსაც გზის გახსნა და თანამედროვე ცოდნის მიცემა სჭირდება. უნივერსიტეტის არსებობა შეუნარჩუნებს ქვეყანას ინტელექტუალურ რესურსს და კიდევ უფრო მეტი განვითარების საშუალებას მისცემს მათ.დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს უნივერსიტეტი იქნება ის საგანმანათლებლო ბაზა, რომელიც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებსა და მეცნიერებს გამოუშვებს. ეს იქნება ის ხალხი და ის თაობები, რომლებიც გარღვევას მოახდენენ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და განვითარებაში,”-აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე გაშენდება, შენობების საერთო ფართი კი 1 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება. მისივე თქმით, მშენებლობის დროს გამოყენებული იქნებამაღალი ეკოლოგიური სტანდარტები, განახლებადი ენერგიების სისტემები, „მწვანე ტექნოლოგიები“ და ყველაფერი გაკეთდება საიმისოდ, რომ მშენებლობის ადგილზე არსებული ბუნება სრულად იქნას შენარჩუნებული.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საუნივერსიტეტო სწავლებაზე და ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის მთავარი პროფილი ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები იქნება. მან იმედი გამოთქვა, რომ უახლესი ინფრასტრუქტურა, უმაღლესი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი პროფესორ–მასწავლებლები, თანამედროვე სასწავლო და კვლევითი პროგრამები, მსოფლიოს წამყვან უნივერისტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამები და ერთობლივი კვლევები უნიკალურ შესაძლებლობებს მისცემს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს.
“უნივერსიტეტს ამ უმნიშვნელოვანესი მისიის განხორციელებაშიგვერდში დაუდგებიან ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტები, რომლებთანაც უკვე დაწყებულია ინტენსიური თანამშრომლობა.დარწმუნებული ვარ, აქ შეიქმნება ისეთი გარემო, როგორიცსახელგანთქმულ ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებშია, რაც მათ მსოფლიო ლიდერებად აქცევს. ასეთი დონის საუნივერსიტეტოქალაქში უცხოელი სტუდენტებიც მოისურვებენ განათლების მიღებას. საქართველოში ამჟამადაც ბევრი უცხოელი სწავლობს. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა, რის საშუალებასაც გვაძლევს უსაფრთხო გარემო, ჩვენი სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ცხოვრების მაღალი დონე და ამავე დროს სწავლის შედარებით დაბალი საფასური. დარწმუნებული ვარ, ეს საუნივერსიტეტო ქალაქი გამორჩეული იქნება თავისი პოტენციალით და იქცევა რეგიონალური მნიშვნელობის საგანმანათლებლო ჰაბად,”-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საუნივერსიტეტო ქალაქისდაარსება სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების სახელმწიფო ხედვასთან. მისი განმარტებით, დღეს მთავრობა უკვე მუშაობს იმისათვის, რომ განათლების სისტემა გახდეს თანამედროვეობას მორგებული, ეკონომიკის საჭიროებებზე ორიენტირებული, სრულად იქნას გამოყენებული ადამიანური რესურსები ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის.
“მოგეხსნებათ, რომ მსოფლიოში დღეს უკვე ტენდენციად იქცა საუნივერსიტეტო ქალაქებში ბიზნესინკუბატორების, ინოვაციური პარკების, სტარტაპ-კომპანიების ჩამოყალიბება და განვითარება. ბევრი გამოგონება და წარმატებული ბიზნესი სწორედ უნივერსიტეტების წიაღში იბადება და ვითარდება. იცით, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ სტარტაპების პროექტების სახელმწიფო დაფინანსება, ქართველი მეწარმეებისა და ახალგაზრდა ინოვატორების ხელშეწყობა და, დარწმუნებული ვარ, რომ ამ უნივერისტეტშიც ბევრი საინტერესო პროექტი დაიბადება. გარდა უზარმაზარი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ფუნქციისა, საუნივერსიტეტო ქალაქი თავად ქუთაისის განვითარებაშიც შეიტანს უზარმაზარ წვლილს. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს ის პოზიციები, რომლებიც მას ტრადიციულად ჰქონდა. ეს იყო ინდუსტრიული ქალაქი, სადაც მუშაობდნენ საუკეთესო ინჟინრები, ტექნოლოგები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. მე მჯერა, რომ ამაში საუნივერსიტეტო ქალაქი გადამწყვეტ სიტყვას იტყვის. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელება ქუთაისელებისთვის და ამ რეგიონის მოსახლეობისთვის დასაქმების დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს. ბევრი ადგილობრივი უკვე მშენებლობის პროცესში დასაქმდება, ხოლო როდესაც საუნივერსიტეტო ქალაქი დაიწყებს ფუნქციონირებას, საჭირო გახდება სათანადო კადრები და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილებიც გაჩნდება,”-აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი და თბილისის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი - ეს ორი უდიდესი პროექტი ერთად, სერიოზულ ბიძგს მისცემს ქვეყანაში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარებას. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იდეის ავტორს, ფონდ “ქართუს” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ქუთაისის საუნივერიტეტო ქალაქს, ისევე როგორც თბილისში მდებარე ტექნოლოგიურ ინსტიტუტს, საჩუქრად გადასცემს სახელმწიფოს.
“ორივე ამ გრანდიოზული პროექტის ღირებულება ერთიმილიარდი ევრო გახლავთ და მას მთლიანად აფინანსებს ფონდი ,,ქართუ". მთელ ციკლს, საუნივერსიტეტო ქალაქისდაპროექტებიდან და მშენებლობიდან დაწყებული, მისი აღჭურვითა და ფუნქციონირებით დამთავრებული, უზრუნველყოფს ფონდი ,,ქართუ". და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება, სანამ უნივერსიტეტს და სახელმწიფოს არ ექნება საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ საკუთარი ძალებით შეინახონსაუნივერსიტეტო კომპლექსი. მინდა კიდევ ერთხელ უღრმესიმადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ ისტორიული პროექტებისთვის. ეს არის მისი მხრიდან ძალიან დიდი საჩუქარი ქართველი ხალხისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის ჩადებული ინვესტიცია, რომელიც ათმაგად, ასმაგად დაგვიბრუნდება ყველას, მთელ საქართველოს!”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციას ფონდ "ქართუს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში აკრედიტებული კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, საერთაშორისო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და მეცნიერები დაესწრნენ.
საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქი მოიცავს: მთავარ კამპუსს, რომელშიც გაერთიანდება სასწავლო სივრცეები, მრავალდარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, სტუდენტების და მოწვეული პროფესორ-მასწავლებლების საცხოვრებელი სივრცეები, ასევე სპორტულ ინფრასტრუქტურას, გასართობ და სარეკრეაციო ზონას.
60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდება 140 ჰექტარ ფართობზე, შენობების საერთო ფართი იქნება 1 მილიონი კვადრატული მეტრი.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი უზრუნველყოფს ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც ესაჭიროება საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის. უნივერსიტეტის ძირითადი მიმართულებები იქნება: ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერიის სხვადასხვა დარგები, აგრონომია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მათი ინტერდისციპლინარული თანამედროვე პროგრამები. ასევე შეთავაზებული იქნება სხვა დარგების საბაკალავრო და სამაგისტრო ხარისხის სპეციალობები, რომელთა საჭიროებას განსაზღვრავს სახელმწიფო.
ერთიანი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი იქნება თბილისში განლაგებული საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ადრონული თერაპიის სამეცნიერ-კვლევითი ცენტრი, მისი უნიკალური კვლევითი ინფრასტრუქტურით.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაპროექტებას, მშენებლობას, აღჭურვას და ფუნქციონირების დაფინანსებას უზრუნველყოფს ფონდი «ქართუ». ორივე მეგაკომპლექსი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში და როგორც ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში, ისე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება სახელმწიფო დაწესებულება.
პოლიტიკა
- თუ ფიქრობთ, რომ სხვა რაღაცაა გასაკეთებელი, მოიფიქრეთ, ერთი თავი გაქვთ თქვენც და ერთი თავი გვაქვს ჩვენც, თუ მართლა რამე გინდათ, გადმოიწიეთ წინა რიგებში - ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკოსებს
- მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტია უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის - 2026-2027 წლებში უკრაინის საჭიროებები 137 მილიარდ ევროს შეადგენს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- მე ამ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ - კობახიძე ევროკავშირის საბჭოს ანგარიშზე
- 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციებთან დაკავშირებით პრობლემის სიმწვავე მოითხოვს არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ, კონსტიტუციურ რეაგირებას - გიგა ფარულავა
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
- „თეგეტა მოტორსის“ ექსპანსია ცენტრალურ აზიაში - Mobil-თან პარტნიორობით უზბეკეთში პირველი სერვისცენტრი გაიხსნა
- 25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















