გუგული მაღრაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობის და ნონ-დისკრიმინაციის კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო, თბილისი - 16:45 | 12.09.2016 ნანახია: 1809
საქართველოს პარლამენტის წევრი, გუგული მაღრაძე ახლახან პარიზიდან დაბრუნდა, სადაც როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობის და ნონ-დისკრიმინაციის კომიტეტისწევრი, კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდა.
კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ევროპასა და მთელს მსოფლიოში არსებული ისეთი მწვავე საკითხები როგორიცაა: კიბერ-დისკრიმინაციის და სოციალურ მედიაში სიძულვილის გამოვლენისადა ტირაჟირების წინააღმდეგ ბრძოლა, ბოშების და სხვა ე. წ. მოხეტიალე ჯგუფების უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში ჩართულობის ხელშეწყობა, საჯარო სივრცეში ქალთაუფლებების დაცვა და ეკონომიკაში ქალთა ჩართულობის გაძლიერება.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სხდომაზე, საკუთარი ხედვები წარადგინა გუგული მაღრაძემ. „საინფორმაციო ტექნოლოგიების გავრცელებას თან მოჰყვა ბევრი უარყოფითი პრობლემისწარმოშობა, მაგრამ პროგრესის შეჩერება შეუძლებელია. ამიტომ, ამ სფეროებში არსებული გამოწვევების დაძლევაში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისევ ტექნოლოგიური მიღწევებისგამოყენებაზე, სოციალურ მედიაში ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის, პერსონალური ინფორმაციის გავრცელების, იმთავითვე ამორალური ინფორმაციის გამრავლების წინააღმდეგკანონმდებლობის გამკაცრებასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
სხდომაზე განსახილველი მეორე საკითხი, რეზოლუციის მუხლს ეხებოდა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ვალდებულების დაკისრებას შესახებ ბოშათა და სხვა მოხეტიალე ჯგუფებისჩართულობით მათი საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის საკითხებში.
როგორც გუგული მაღრაძემ აღნიშნა, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ადგილობრივი თვითმმართველობებს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. ამიტომ მისი და სხვა დეპუტატების მოთხოვნით ესმუხლი შეიცვალა.
საინტერესო დისკუსია გაიმართა საჯარო სივრცეში ქალთა უფლებების დარღვევის გარშემო, რაც დასავლეთ ევროპაში მიგრანტთა დიდი ნაკადების შემოსვლის შემდეგ განსაკუთრებით გახშირდა.გუგული მაღრაძის თქმით, საფრანგეთის მთავრობის მიერ საჯარო სივრცეში ჩადრით სიარულის აკრძალვამ მწვავე დებატები გამოიწვია, რომელსაც როგორც კრიტიკოსები, ისე დამცველები ჰყავს.
დისკუსიისას, მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებზე ხდებოდა ხაზგასმა, რაც გუგული მაღრაძის გამოსვლაში მიჩნეული იქნა საკითხის არასწორად დასმად. „ერთია სხვადასხვა რელიგიისადამიანთა უფლებების დაცვა და სხვაა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქცევის წესები, რაც დადგენილია და რისი დაცვაც საჭიროა ყველა იმ ადამიანის მიერ, ვინც ამ საჯარო სივრცითსარგებლობს", - განაცხადა გუგული მაღრაძემ. ამ კონტექსტში მან რელიგიური იდენტურობის და სეკულარულ საზოგადოებაში არსებული ნორმების ურთიერთმიმართებაზე ვრცლად ისაუბრა.
სხდომაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი თემა ეკონომიკაში ქალთა ჩართულობა იყო. როგორც აღინიშნა ეს საკითხი ყველგან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაცუმუშევრობა და სიღარიბის მაღალი დონეა. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნაკლებად გამოხატულია ქალთა პირდაპირი დისკრიმინაცია, ადგილი აქვს ფარულ დისკრიმინაციას და ე.წ.მინის ჭერის არსებობას, რაც პოლიტიკასა და ეკონომიკაში ქალების აქტიურ მონაწილეობას აფერხებს. ამის გარეშე ძნელი იქნება რეალური სწრაფი განვითარების მიღწევა, რაც საქართველოსდღევანდელი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა. ამიტომ ეს საკითხი გამუდმებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
დასასრულ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობის და ნონ- დისკრიმინაციის კომიტეტის შემდეგ სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა და კომიტეტის გარე ღონისძიებებიგანისაზღვრა, რომელშიც კომიტეტის წევრთა მონაწილეობაა დაგეგმილი.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















