საქართველოს მეფუტკრეთა კავშირი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს
საქართველო, თბილისი - 11:44 | 13.09.2016 ნანახია: 1659
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითსაქართველოს მეფუტკრეთა კავშირის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. მან საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის წარმომადგენლებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საქართველოში მეფუტკრეობის დარგის შენარჩუნება. დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტი მეფუტკრეობის განვითარება და თაფლის წარმოების ხელშეწყობაა. აღნიშნული მიმართულებით სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორის არის მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამეცნიერო მიმართულებით დარგისგანვითარებას. თაფლის წარმოების ზრდისა და მეფუტკრეობის დარგის ხელშეწყობისთვის ასევე მნიშვნელოვანია მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში კოოპერატივებს თანამედროვე სკები, თაფლის საწური და თაფლის შესანახი ავზები გადაეცათ. პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეები ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებენ, ასევე შეძლებენ წარმოებული პროდუქციის ერთი ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის უფასოდჩატარებას.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალზეც ისაუბრა და მისი ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა ის მოთხოვნა, რასაც ევროკავშირის რეგულაციები თაფლთან მიმართებაში ითვალისწინებდა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში მოხდება საქართველოს ჩასმა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ნებადართულია ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის ექსპორტი.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის თავმჯდომარემ, რამაზ თავართქილაძემ ვრცლად ისაუბრა მეფუტკრეთა კავშირის 50 წლიანი საქმიანობის, მეფუტკრეობის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილის, არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს მათი უწყებების მიერ მეფუტკრეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით მიმდინარე პროექტები.
ღონისძიების დასასრულს, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, წარმატებული მეფუტკრეები სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვა. ღონისძიების ბოლოს მეფუტკრეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
საიუბილეო ღონისძიებასსოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და გოჩა ცოფურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















