ლასლო ბარანიაი: საქართველო არის ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყველაზე სტაბილური ქვეყანა რეგიონში
საქართველო, თბილისი - 13:06 | 15.09.2016 ნანახია: 1616
საქართველო არის ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყველაზე სტაბილური ქვეყანა რეგიონში,–ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. ლასლო ბარანიაის განმარტებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს, გააორმაგოს ინვესტიციების მოცულობა მომდევნო წლების განმავლობაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო EIB –ის მიერ დაფინასებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას და თანამშრომლობის პერსპექტივებს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გზებზე და აღინიშნა მიმართულებით ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
ლასლო ბარანიაის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის რეფორმების კურსს და განიხილავს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას.
„პრემიერ-მინისტრთან ერთად ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან და მის ეკონომიკურ სტრუქტურებთან, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებთან. დღესდღეობით, ჩვენი ინვესტიციების ოდენობა აღემატება 700 მილიონ ევროს, რომლის გაორმაგებასაც ჩვენ ვგეგმავთ მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში. ჩვენი აქტიური საქმიანობა ეხება ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესები, ასევე თანამშრომლობა რამდენიმე ქართულ ბანკთან. რასაკვირველია, ჩვენი სურვილია, სხვა სფეროებშიც გავააქტიუროთ ჩვენი საქმიანობა, რადგანაც თქვენს ქვეყანასა და მის ეკონომიკას აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი და შესაბამისი პირობები. პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩვენ ასევე განვიხილეთ სხვა შესაძლებლობები და გზები, კერძოდ განათლების სფეროში და სოციალური ინფრასტრუქტურის სხვა მიმართულებებში ჩვენი ჩართულობის გზები. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან კარგად მიმდინარეობს. გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება,“–განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















