გიორგი ცაგარეიშვილი - ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა - გაემიჯნოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეგზიტპოლში მონაწილეობას
საქართველო, თბილისი - 18:21 | 16.09.2016 ნანახია: 1536
"ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა - გაემიჯნოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეგზიტპოლში მონაწილეობას, ეს იქნება დამღუპველი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მისი იმიჯისათვის, რომელიც „ნამცეც-ნამცეც აიკინძა ამ 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ,,ირაკლი ალსანია-თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„2016 წლის 7 სექტემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელში გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილებას სხვა კომერციულ მაუწყებლობებთან ერთად ეგზიტპოლების ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ უმრავლესობით დაუჭირა მხარი.
,,თვალშისაცემია ის, რომ ეს კონტრაქტი ფაქტობრივად დასასრულს უახლოვდება თუ უკვე გაფორმებული არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ ჯიუტად გეგმავს ამ სამ კერძო მაუწყებელთან ერთად გააფორმოს კონტრაქტი მკვლევარ კომპანიასთან, რომელიც ეგზიტპოლებს არჩევნების დღეს გამოაქვეყნებს“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
გიორგი ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ ეს იქნება დამღუპველი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მისი იმიჯისათვის, რომელიც „ნამცეც-ნამცეც აიკინძა ამ 4 წლის განმავლობაში იმ საშინელი მემკვიდრეობიდან, რომელიც დარჩა საზოგადოებრივ მაუწყებლობას ნაციონალური მოძრაობისგან და მიხეილ სააკაშვილისგან“. მისი აზრით, დღეს, ავად თუ კარგად, საზოგადოებრივი მაუწყებელი გათავისუფლებულია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ახლაც ცდილობს როგორმე დააკნინოს, დაამციროს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჩართოს ამ გაუგებარ პროექტში, პოლიტიკურად ანგაჟირებული გახადოს არხი და აქციოს მხარედ.
„ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა - გაემიჯნოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეგზიტპოლში მონაწილეობას. ჩვენ ერთი ბრიფინგი მივუძღვენით ამ მოვლენას, ვუძღვნით კიდევ ერთ ბრიფინგს, მომავალშიც ჩავატარებთ ამ მოვლენის მონიტორინგს. შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ზურგს უკან დაჩქარებული წესით გამოიყო ამ პროექტში მონაწილებისთვის 200 000 ლარი. თუ გადავხედავთ ამ კონტრაქტის წინაპირობებს, შეიძლება დაისვას კითხვა - რა დოზით მონაწილეობს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ პროექტის განხორციელებაში. მე შემიძლია გაგცეთ პასუხი, რომ სხვა თანამონაწილეებთან შედარებით, რა თქმა უნდა, მცირე დოზით, მაგრამ მაინც არის გამოყოფილი თანხა. ეს პატარა თანხა არ არის“, - ამბობს ,,თავისუფალი დემოკარტების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ადასტურებს, რომ აქ მხოლოდ თანხაში არ არის საქმე, საქმე იმაშია, რომ დანარჩენმა სამმა მაუწყებელმა და მათ უკან მდგომმა პოლიტიკურმა ფიგურებმა, რომლებიც ჯერჯერობით არ ჩანან, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ „გაეპრავებინათ’“ ეს ეგზიტპოლები. „ამ ეგზიტპოლების სანდოობისთვის ჩართეს საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რათა გამოეყენებინათ მისი ეთერი, მისი მატერიალური რესურსები იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის გაურკვეველი ეგზიტპოლები შეეჩეჩებინათ“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















