თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 17:50 | 19.09.2016 ნანახია: 1618
თბილისის მერია თამარ ხიდაშელის საარჩევნო პლაკატების „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის”ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატებით დაფარვის ფაქტთან დაკავშირებიტ განცხადებას ავრცელებს:
"საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის 7 1 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია და კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული.
მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით და მისი ორგანიზაციული მხარდაჭერის მიზნით, დედაქალაქის მთავრობამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები განსაზღვრა. თამარ ხიდაშელის სააგიტაციო პლაკატები, სწორედ, დადგენილი წესის დაცვით იყო გაკრული.
ამასთან, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 80-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა ისჯება ფულადი სანქციით, ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, „უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი“. ამგვარი უფლებამოსილებით აღჭურვილი თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულია ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით,ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ ქმედებაზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ რეაგირება მოხდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
ამასთან, სამომავლოდ, დადგენილი წესით დაჯარიმდება ყველა ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის პროცესში დაარღვევს,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ დაქ.თბილისისმუნიციპალიტეტის საკრებულოს,,წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან)დაკავშირებით ზოგადი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ 2014 წლის 5 დეკემბრის N16-38დადგენილებით განსაზღვრულმოთხოვნებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტებს მერიის ზედამხდველობის საქალაქო სამსახური დღეს გამაფრთხილებელი შინაარსის წერილითაც მიმართავს", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















