ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი პარტიებს მშვიდობის მემორანდუმზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს
საქართველო, თბილისი - 15:20 | 20.09.2016 ნანახია: 1605
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ მიმართავს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ მშვიდობის მემორანდუმზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებს. განცხადება ამის შესახებ, გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"პირველ რიგში, მინდა, მოგახსენოთ, რომ წარმატებით გრძელდება საპრეზიდენტო კამპანია "შენი ხმა ჩვენი მომავალია", რომელშიც ახალგაზრდების მეშვეობით, პრეზიდენტი ამომრჩეველსგააქტიურებისკენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
სხვადასხვა რეგიონში სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლების დასრულების შემდეგ, პროექტი გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიასთან" ერთად.
ამ ეტაპისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფროსკლასელები თავიანთ რეგიონებში მოუწოდებენ მოქალაქეებს წავიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ მათთვის სასურველ პარტიას.
ამ ახალგაზრდებმა ასევე მოამზადეს ვიდეორგოლები, რომლის მიზანი საარჩევნო პროცესში თითოეული ხმის მნიშვნელობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაა.
გარდა ამისა, ამავე კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ყველა უნივერსიტეტის პირველკურსელი საქართველოს პრეზიდენტისგან ახალი სასწავლო წლის მისალოც წერილს მიიღებს, რომლითაც,მილოცვასთან ერთად, პრეზიდენტი სტუდენტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს. ამ კამპანიის სახელწოდება, პირობითად არის - „შენი ხმა ისევე მნიშვნელოვანია,როგორც შენი ცოდნა".
ასევე გვინდა გამოვეხმაუროთ, რუსეთის ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ რუსეთის დუმის არჩევნებს, სადაც საყურადღებოა ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე -აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საარჩევნო უბნები გაიხსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე. და ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობამ, მონაწილეობა მიიღოუცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში.
ყოველივე ეს, კიდევ ერთხელ, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება. პრეზიდენტის აზრით, ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის სხვადსხვა მხარესა თუ ოლქში, ამომრჩევლის სტატუსით იქნა დარეგისტრირებული.
ეს ყველაფერი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. პრეზიდენტი გმობს ამ ქმედებას და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
დავუბრუნდეთ ისევ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს.
ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სამართლიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში.
პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიესალმება პრემიერის ინიციატივას მშვიდობის მემორანდუმთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარტიებს მემორანდუმის ხელმოწერისკენ.
მართალია, მემორანდუმები არ არის არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების სრული გარანტი. გარანტი პირველ რიგში, კანონის უზენაესობა და მისი დაცვაა.
კანონის დაცვას კი, პრეზიდენტის აზრით, არ სჭირდება დამატებითი პოლიტიკური კეთილი ნება. ამისთვის უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოქმედი კანონმდებლობისფარგლებში, უნდა შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა და მიუხედავად პირადი პოლიტიკური სიმპათიისა, დაიცვას ყველას უფლება- აწარმოოს მშვიდი საარჩევნო კამპანია", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















