ივანიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ დახვეწილი აქვს სიცრუის ტირაჟირება
საქართველო, თბილისი - 14:10 | 22.09.2016 ნანახია: 1842
„ნაციონალურ მოძრაობას“ დახვეწილი აქვს სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოებას ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასაც კი პირდებიან, - ამის შესახებ საქართვლოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.
„გუშინ თბილისში ვნახე ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას საარჩევნო პლაკატები. ნახეთ, როგორი დახვეწილი აქვთ სიცრუის ტირაჟირება, როგორ ოსტატურად ცრუობენ. მათი დაპირება 45 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაზე გაუგებარია. ასევე ეწერათ საოცრება - მოსახლეობას ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას პირდებიან. არ მინდა, ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიაზე რამე ვთქვა, მაგრამ ისინი რომ კრიმინალური პარტიის წევრები არიან, ეს ცხადია. ისინი პოლიტიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას პირდებიან საქართველოს მოსახლეობას. ამის შემდეგ უჩნდება აგრესია მოსახლეობას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვერ დაისაჯნენ და მათ პასუხი ვერ აგეს. წარმოიდგინეთ როგორი იყო მაშინდელი ეკონომიკა, როგორ იმართებოდა ბიუჯეტი - ერთი ჯიბიდან; როგორი დამოკიდებულება იყო გნებავთ ფინანსთა სამინისტროს მიმართ; გაიხსენეთ გიგა ბოკერიას სამსახური, 40 მილიონი, 20 მილიონი ნაღდი ფული იყო გატანილი და დარიგებული; ანგარიშები არ ჩანს, სად წავიდა თანხა გაურკვეველ ლობისტებზე”, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოების რიგში იყო და ახლა ყველაზე მოწესრიგებულ სახელმწიფოთა შორის მე-17 ადგილზეა მსოფლიოში, ევროპაში კი მეცხრე ადგილზეა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















