27 სექტემბერს „ახმეტელის თეატრში" პრემიერაა
საქართველო, თბილისი - 12:00 | 26.09.2016 ნანახია: 2215
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, "ახმეტელის თეატრში" პრემიერაა. სპექტაკლი „დაბრუნებამდე...“ გურამ ბათიაშვილის პიესა „რომა და ჯულიას“ მიხედვით რეჟისორებმა ირაკლი გოგიამ და ლაშა გოგნიაშვილმა განახორციელეს.
ქართველ გიორგისა და აფხაზ ამრას ერთმანეთი უყვართ, ქართულ -აფხაზური კონფლიქტის გამო მათ სიყვარულს ოჯახი უპირისპირდება... ტრაგიკული მოვლენები კი, შექსპირის ყველაზე ცნობილი პიესის მსგავსად ვითარდება... „ადამიანები არ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, შვილებს, არც სამშობლოს, არც ერთად ცხოვრების საუკუნეებს და მიიღეს ის, რაც უნდა მიეღოთ...".
შეყვარებულები - ქართველი გიორგი და აფხაზი ამრა მესაზღვრეს ესალმებიან. .. მათ სოხუმში დაბრუნება განიზრახეს...
სპექტაკლის პრემიერა სიმბოლურად 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს გაიმართება.
სპექტაკლი ეძღვნება აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ხსოვნას.
სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით
მხატვარი - მარიკა კვაჭაძე, მუსიკალური გაფორმება - ირაკლი გოგიასი
მონაწილეობენ: გიორგი ცხადაძე, მაიკო ვაწაძე, თამარ ბეჟუაშვილი, გიგი მიგრიაული, მამუკა მაზავრიშვილი, მარინა ხარჩილავა , მზია ტალიაშვილი, ვასილ შიხაშვილი, ნელი ბადალაშვილი, ვაჟა ციცილოშვილი, ვალერი ტორონჯაძე, სოფია სებისკვერაძე, თინათინ გვაზავა, ოთარ ჩიქობავა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















