"პატრიოტთა ალიანსი" აქციებს აანონსებს
საქართველო, თბილისი - 16:24 | 04.10.2016 ნანახია: 1691
"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით საუბრობს და საპროტესტო აქციებს აანონსებს.
დავით თარხან-მოურავმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ შეიძლება მათ ჰყავდეთ მხარდამჭერთა მხოლოდ 2%.
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოვიდა და ხმა მისცა მილიონ 480 000-მა ადამიანმა. მათი 2 % არის დაახლოებით 28 000 კაცი. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ერთ ბათუმის აქციაზე იყო 28 000 კაცი, ანუ 2% უკვე იყო ბათუმის აქციაზე. ამას ვეუბნები პირველ რიგში ტელეკომპანია "იმედს" და "რუსთავი 2" -ს. ჩვენ მხარდამჭერები გვყავს თბილისშიც, ქუთაისშიც, თელავშიც,კასპშიც, გორშიც და სხვა ბევრ რეგიონში, ამიტომ უნდა გესმოდეთ, რომ სრულიად შეუძლებელია ჩვენი რეიტინგი იყოს 2%", - განაცხადა თარხან-მოურავმა.
დავით თარხან-მოურავმა ჟურნალისტებს ხელმოწერები და ე.წ. შეთანხმების ფურცლებიც წარმოუდგინა, სადაც მისი თქმით, 180 000 ადამიანი აწერს ხელს შეთანხმებას რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმას სწორედ პატრიოტთა ალიანსს მისცემს
"აქ არის 180 000 ხელმოწერა, კიდევ 100 000 არის რეგიონებში, ვიცოდით რა, რომ არჩევნები შესაძლოა, გაყალბდეს, გამოვიგონეთ და გავაკეთეთ ისეთი რამ, რაც არასდროს არავის გაუკეთებია. შევქმენით დოკუმენტი რომელსაც ჰქვია შეთანხმება და სადაც ადამიანი თავისი სახელი-გვარით და პირადი ნომრით ხელს აწერს შეთანხმებას," - განაცხადა დავით თარხან მოურავმა.
დავით თარხან მოურავმა არჩევნების შემდგომ აქციების გამართვაც დააანონსა.
"8 ოქტომბერს საღამოს 20:00 საათზე ჩვენ უკვე დავიწყებთ შეკრებას და 9-ში დავიწყებთ რეგიონებიდან ხალხის დაძვრას. 3-4 დღეში მინიმუმ 20 000 კაცს მართო რეგიონებიდან ჩამოვიყვანთ და ვაფრთხილებთ ხელისუფლებას ნუ შექმნის ქუჩის დაპირისპირებებს და დაძაბულობას", - აღნიშნა თარხან-მოურავმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















