დავით ნარმანია ესპანეთის ქალაქ ბილბაოს დელეგაციას შეხვდა
საქართველო, თბილისი - 16:05 | 14.10.2016 ნანახია: 1443
თბილისის მერი დავით ნარმანია ესპანელ არქიტექტორსა და ესპანეთის ქალაქ ბილბაოს ყოფილ მერს, იბონ არესოს და ბილბაოს ურბანული დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენელს სუზანა რუისის შეხვდა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი და ქართველი ურბანისტები დაესწრნენ.
შეხვედრაზე თბილისსა და ბილბაოს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, თბილისის ურბანული განვითარების გამოწვევებსა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მზადების პროცესში გამოცდილების გაზიარებაზე. აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბილბაოს მიწათსარგებლობის გეგმა იბონ არესოს უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა.
დავით ნარმანიამ თბილისის სტრატეგიული განვითარების კონცეფციაზე, ასევე,თბილისში ტერიტორიების განაშენიანების რეგულირებისა და ქაოტური მშენებლობების შეზღუდვის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების მქონე არქიტექტორის რეკომენდაციები ურბანული განვითარების სფეროში მომუშავე ქართველი სპეციალისტებისთვის სასარგებლო იქნება.
„ბილბაოს ყოფილი მერი, რომელიც ასევე არის ქალაქმგეგმარებელი არქიტექტორი, გვიზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას. ამასთან, ესპანელი სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ თბილისობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. მათ ქალაქის სტრატეგიული განვითარებისა და გენერალური გეგმის მომზადების საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვთ, რასაც ჩვენ ამჟამად გავდივართ. ამდენად, მათი გამოცდილების გაზიარება საინტერესო იქნება“ - განაცხადა თბილისის მერმა.
ესპანელი არქიტეტორის თქმით, ბილბაოს სულ 9 დამეგობრებული ქალაქი ჰყავს და თბილისი მათ შორის ერთერთია. იბონ არესომ ქართველი კოლეგებისთვის თავისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
დავით ნარმანიამ ესპანელი სტუმრები თბილისის უკეთ გასაცნობად თბილისობის დღესასწაულზე დაპატიჟა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















