რუსეთი იდლიბის სკოლის დაბომბვას უარყოფს

საქართველო, თბილისი - 18:34 | 27.10.2016
ნანახია: 1416

მოსკოვი იდლიბის სკოლის დაბომბვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. საგანგებო განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა.

„ეს სიცრუეა. რუსეთს ამ ტრაგედიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს შემზარავი ფაქტი საერთაშორისო ინსტანციებმა საფუძვლიანად უნდა გამოიძიოს,“-აცხადებს ლავროვის უწყება. იდლიბში სკოლის დაბომბვას 22 ბავშვი და 6 პედაგოგი ემსხვერპლა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე