სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველო, თბილისი - 13:31 | 28.10.2016 ნანახია: 1553
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, ბრაიანკინგმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის ექსტენციის სახელმწიფო სერვისცენტრების (AICCs) ხელშეწყობას, ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და შესაძლებლობების ზრდას.
მემორანდუმის ფარგლებში,რეგიონებში განთავსებულსოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს გადაეცემათ ლაბორატორიულიაღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ექსტენციის სპეციალისტები დაავადებების აღმოჩენას და ფერმერთათვის კონსულტაციის გაწევას ადგილზე შეძლებენ.
,,სოფლისმეურნეობისსამინისტრო USAID-თანუკვეწლებიაწარმატებითთანამშრომლობს. შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ზრდას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. დღეს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, USAID-ისოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან ტექნიკურ დახმარებას გაუწევს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
როგორც USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, ბრაიანკინგმააღნიშნა, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება კიდევ ერთხელ ადასტურებს ურთიერთობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის აქტიურ თანამშრომლობას. სამინისტროს და USAID-ის ერთობლივი მუშაობა სოფლის მეურნეობა განვითარებას და ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
მემორანდუმი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ ფარგლებში გაფორმდა. „ზრდა“ ხუთწლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ექვსი რეგიონის 70 თემში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. პროექტის განხორციელება ხელსშეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების განვითარებას, სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით, მეწარმეებსა დამყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.
მხარეები მემორანდუმით გათვალისწინებული მოვალეობების შეასრულებას 2016 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის ‘ზრდა’’ პროექტის თანამშრომლობა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობით დაკავებული მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და სასოფლო-სამეურნეო უნარ-ჩვევების განვითარებას.
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს და USAID-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















