მთაწმინდის მე-18 უბანზე უცხო პირების შესვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველო, თბილისი - 10:37 | 30.10.2016 ნანახია: 1596
მთაწმინდის მე-18 უბანზე ინციდენტი მოხდა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, გუშინ, დაახლოებით 18:20 საათზე, სამი პირი მივიდა მთაწმინდის მე-18 საარჩევო უბანზე, მათ დაცვის პოლიციას თავი წარუდგინეს როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის წარომომადგენლებმა, შევიდნენ საარჩევნო უბანზე, დაიწყეს საარჩევნო მასალების დათვალიერება, გადაღება, სხვადასხვა უჯრების გახსნა, სადაც ინახებოდა საარჩევნო დოკუმენტაცია. მათ შორის აღნიშნულმა პირებმა გადაიღეს ამომრჩეველთა სამაგდიო სიები, რომელიც შეიცავს ამომრჩევლის პერსონალურ და პირად მონაცემებს.
„მოგვიანებით, დადგინდა, რომ აღნიშნული პირები არ იყვნენ საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, მათ ჰქონდათ დამკვირვებლისა და პარტიის წარმომადგენლობის სააკრედიტაციო ბეჯები. დაცვის პოლიციამ დაატოვებინა უბანი. ადგილზე მასალების გადასამოწმებლად მივიდნენ საოლქო საარჩევნო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. ადგილზე მისული იყო ასევე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. შეტყობინება შვიდა 112-ზე და შესაბამისად, გამოძახებული იყო პოლიცია. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“,-აღნიშნა მიქელაძემ.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო მასალა და დოკუმენტაცია უბანზე არის სრულყოფილი და დაუზიანებელი, აღნიშნული ფაქტი, კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს საარჩვნო უბანზე მოტყუებით შესავლას და უფლებამოსილების გადამეტებას.
„შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ დამკვირველებს, საარჩევნო უბნებზე უფლების მქონე პირებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, არ გასცდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში“,-განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა.
რაც შეეხება დამკვირვებლებს და პარტიის წარმომადგენლებს, მიქელაძის თქმით, ვინაიდან აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ გაასაჯორვებს ინფორმაციას, რომელ სადამკვრივებლო ორგანიზაციასა და პარტიაზეა საუბარი.
„დღეს ამ უბანზე არანაირი შეფერხება არ არის, ჩვეულებრივად მიმდინარეობს არჩევნები“,-განაცხადა მიქელაძემ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















