მოსულთან ინტენსიური ბრძოლები გრძელდება

საქართველო, თბილისი - 10:05 | 07.11.2016
ნანახია: 1606

ინტენსიური ბრძოლები გრძელდება ერაყის ქალაქ მოსულთან. ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების განცხადებით, სამთავრობო შენაერთებმა მოსულის სამხრეთით მდებარე ქალაქი ჰამამ ალ ალილი აიღეს და ტერორისტული დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” ძირითადი პოზიციებიდან რამდენიმე კილომეტის დაშორებით იმყოფებიან.

ტელეკომპანია BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკან დახევისას, ისლამისტებმა 19 ნავთობმომპოვებელი ჭაბურღილი ააფეთქეს.

მოსულის პარალელურად, სპეცოპერაცია იწყება ისლამისტების დასაყრდენი ქალაქის - რაქას ასაღებადაც.  სამხედრო ოპერაცია ამჯერადაც საერთაშორისო კოალიციის დახმარებით წარიმართება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე