3 კვარტლის მონაცემებთ, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 17 %-ით გადაჭარბდა
საქართველო, თბილისი - 15:56 | 22.10.2015 ნანახია: 2099აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რეგიონის მთავრობის სხდომაზე დღეს, 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შედეგების შესრულების ანგარიში წარადგინა. როგოც ანგარიშიდან ირკვევა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების 2015 წლის სამი კვარტლის დაზუსტებული გეგმა 123 720,1 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 144 810,5 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 117 პროცენტია. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (111 974,8 ათასი ლარი) შედარებით შემოსავლების ფაქტიური შესრულება გაზრდილია 32 835,7 ათასი ლარით, ანუ 29,3 პროცენტით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შემოსავლების გეგმა 114 628,1 ათასი ლარით იყო განსაზღვურილი, ფაქტიურმა შესრულებამ კი 133 882,0 ათასი ლარი შეადგინა , ანუ გეგმა შესრულებულია 116,8 პროცენტით.
როგორც დავით ბალაძერმ აჭარის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (107 899,4 ათასი ლარი) შედარებით შემოსავლების ფაქტიური შესრულება გაზრდილია 25 982,6 ათასი ლარით, ანუ 24,1 პროცენტით.
გადასახადები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2015 წლის სამი კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 91,4 პროცენტი მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს. საანგარიშგებო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის გეგმა განისაზღვრა 103 500,0 ათასი ლარით, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 122 338,7 ათასი ლარი, ანუ გეგმის 118,2 პროცენტი.
საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადი 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც შეადგენდა 99 224,3 ათას ლარს, გაზრდილია
23 114,4 ათასი ლარით, ანუ 23,3 პროცენტით. გარდა ამისა დაუბეგრავი მინიმუმის სახით დაბრუნებულმა თანხამ ექვს თვეში შეადგინა 1 844,3 ათასი ლარი.
გრანტები
რესპუბლიკური ბიუჯეტის 2015 წლის სამი კვარტლის გრანტების გეგმა განისაზღვრა 5 786,4 ათასი ლარით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის #594 განკარგულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ - სრულიად მუსლიმთა სამმართველოსათვის სარგებლობაში (მართვის უფლებით) გადასაცემი ქ. ბათუმში ანგისის დასახლებაში მდებარე ქონებისა (მიწა(უძრავი ქონება) და შპს
„CRISTAL“-ის 100 %-იანი წილის შეძენის მიზნით გამოეყო 4 486,4 ათასი ლარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის #141 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტისათვის გამოყოფილია 1 333,0 ათასი ლარი, საიდანაც საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 1 300,0 ათას ლარს. ხოლო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საანგარიშო პერიოდში დაფინანსებამ შეადგინა 5 546,2 ათასი ლარი.
სხვა შემოსავლები
რესპუბლიკური ბიუჯეტის 2015 წლის სამი კვარტლის სხვა შემოსავლების გეგმა განისაზღვრა 5 341,7 ათასი ლარით, შესრულებამ შეადგინა 5 997,1 ათასი ლარი ანუ გეგმის 112,3 პროცენტი.
სხვა შემოსავლების სამი კვარტლის შესრულება მოდის მის შემდეგ სახეებზე: პროცენტებიდან შემოსავლების (სახაზინო ანგარიშზე არსებულ ნაშთზე დარიცხული სარგებელი) საანგარიშო პერიოდის გეგმა განისაზღვრა 2 687,9 ათასი ლარით, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 2 839,8 ათასი ლარი, ანუ გეგმის 105,7 პროცენტი; შემოსავალი დივიდენდებიდან საანგარიშო პერიოდის გეგმა განისაზღვრა 622,0 ათასი ლარით, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 655,2 ათასი ლარი, გეგმის 105,3 პროცენტი; რენტიდან შემოსავლის საანგარიშო პერიოდის გეგმა განისაზღვრა 226,9 ათასი ლარით, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 387,1 ათასი ლარი, ანუ გეგმის 170,6 პროცენტი, (რენტიდან შემოსავლები მოიცავს მიწის იჯარიდან და მართვაში გადაცემიდან და სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საფასურით მიღებულ შემოსავლებს); საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის საანგარიშო პერიოდის გეგმა განისაზღვრა 342,1 ათასი ლარით, შესრულებამ შეადგინა 430,6 ათასი ლარი, ანუ გეგმის 125,9 პროცენტი; ჯარიმების, სანქციებისა და საურავების საანგარიშო პერიოდის გეგმა განისაზღვრა 231,0 ათასი ლარით, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 290,6 ათასი ლარი, ანუ გეგმის 125,8 პროცენტი; შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების საანგარიშო პერიოდის გეგმა განისაზღვრა 1 231,8 ათასი ლარით, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ
არაფინანსური აქტივების კლება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2015 წლის სამი კვარტლის არაფინანსური აქტივების კლების (გაყიდვა) გეგმა განისაზღვრა 9 092,0 ათასი ლარით, ხოლო ფაქტიური შესრულება შეადგენს 10 928,5 ათას ლარს, ანუ გეგმის 120,2 პროცენტი. მათ შორის: ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2 396,0 ათასი ლარი, არაწარმოებული აქტივების (მიწის) გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 7 883,5 ათასი ლარი, ხოლო მატერიალური მარაგებისა და ფასეულობების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 649,0 ათასი ლარი.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















