გერმანიასა და შვედეთში პირველი ქართველი დიპლომატების მოღვაწეობის შესახებ საარქივო მასალა ეროვნულ არქივს გადაეცა
საქართველო, თბილისი - 16:34 | 24.10.2015 ნანახია: 2187
საქართველოს ეროვნულ არქივს გერმანიასა და შვედეთში პირველი ქართველი დიპლომატების მოღვაწეობის შესახებ საარქივო მასალა გადაეცა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ და საგანგებო დავალებათა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ საქართველოს ეროვნულ არქივს ოფიციალურად გადასცეს 1918-1921 წლებში გერმანიასა და შვედეთის სამეფოში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის ფუნქციონირების შესახებ არსებული საარქივო მასალა.
აღნიშნული უნიკალური საარქივო მასალის ნაწილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გამოითხოვა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებში დაცული არქივებიდან.
საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორთან, თეონა იაშვილთან გამართული შეხვედრის დროს გიგი გიგიაძემ განცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ არქივთან და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების დახმარებით მაქსიმალურად შეეცდება 1918-1921 წლებში საზღვარგარეთ არსებული პირველი ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ქართველი დიპლომატების შესახებ საარქივო მასალების მოძიებას, მათი საქართველოში დაბრუნებისა და ეროვნული არქივის შევსების მიზნით.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორს საზღვარგარეთ პირველი ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობების შესახებ საარქივო ინფორმაციის შეგროვების პროცესში გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისთის.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















