უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 11:57 | 08.05.2026
ნანახია: 35

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დარტყმა მიაყენეს რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობობიექტს. ეს ობიექტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დაფინანსებისთვის ფინანსური რესურსების მიღებაში გამოიყენებოდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„იაროსლავლი, რომელიც უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 700 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს. ნავთობის სექტორის ობიექტი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთის ომის დაფინანსებისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო დაზვერვას და აღნიშნული ქმედება „სამართლიანობის გამოვლინებად“ შეაფასა.

„უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გაგრძელდა, როგორც პასუხი რუსეთის მიერ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე განხორციელებულ დარტყმებზე. რუსეთმა უნდა აირჩიოს რეალური მშვიდობა და ამის მიღწევა მხოლოდ ძლიერი ზეწოლით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე