სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ შპს “ლეგომეტალი” ახალ საწარმოს აამოქმედებს
საქართველო, თბილისი - 15:52 | 26.10.2015 ნანახია: 2114
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და ძალისხმევით შპს “ლეგომეტალი” ახალი საწარმოს ამოქმედებას 2016 წლიდან, გარდაბნის რაიონში, სოფელ მარტყოფში შეძლებს.
შპს „ლეგომეტალი“ 2009 წელს დაარსებული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ფერადი ლითონის გადამუშავება-ექსპორტი და ალუმინის ნახევარფაბრიკატის წარმოება წარმოადგენს, სამომავლოდ კი ახალი საწარმოს განვითარების დღის წესრიგით უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარებისა და პრესის დამონტაჟებაა გათვალისწინებული, რაც, თავის მხრივ, კომპანიას საშუალებას მისცემს ალუმინის დეტალები აწარმოოს. უფრო კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში შეიქმნება ახალი მაღალტექნოლოგიური, სტაბილურად მოქმედი საწარმო, რომელიც შეისყიდის ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფერად ლითონს ალუმინის ჯართის სახით და გადამუშავების შედეგად, ზოდის ან დე-ოქსიდანტის სახით, საბოლოო პროდუქტად ევროპის, იაპონიის და ჩინეთის მასშტაბით მომხმარებლებს ალუმინს შესთავაზებს.
აღნიშნული პროექტის ჯამური ინვესტიცია 1,335,286 აშშ დოლარს შეადგენს, არსებული გეგმების თანახმად საწარმოში პირდაპირ დასაქმებულ პირთა რაოდენობა 28 ადამიანს გაუტოლდება, არაპირდაპირ დასაქმებულთა რიცხვი კი 70 პირს მიაღწევს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მიზნად ისახავს მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერის, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების გზით საქართველოში მეწარმეობის განვითარებას. ამავდროულად, სააგენტოს საქმიოანობა ქვეყნის მასშტაბით სამეწარმეო კულტურის დანერგვას ემსახურება და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენაა მიმართული.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















