გიორგი ქადაგიძის განმარტებით, დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერებას საბანკო სექტორზე, უარყოფითი გავლენა არ ექნება

საქართველო, თბილისი - 13:44 | 03.11.2015
ნანახია: 1849

სებ-ის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განმარტებით, დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერებას საბანკო სექტორზე, უარყოფითი გავლენა არ ექნება. ქადაგიძის ინფორმაციითვე, აღნიშნული ნორმა ერთ-ერთ ბანკს უკვე გასაჩივრებული აქვს კიდეც.

„დაუყოვნებლივი აღსრულება ბანკების მიერ გამოიყენება უკიდურესად იშვიათად. ამიტომ ვერანაირი მატერიალური ზიანის მომტანი ვერ იქნება. უფრო მეტიც ერთ-ერთ ბანკს ისედაც აქვს გასაჩივრებული ეს ნორმა დაუყოვნებლივ აღსრულებაზე სხვა მიზნით, მაგრამ მასაც აქვს საკონსტიტუციო საბჭოში შეტანილი. ამას საბანკო სექტორზე არანაირი უარყოფითი გავლენა არ ექნება“, აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.


პოლიტიკა