2017 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი 146 მლნ ლარით, ხოლო 2018 წლის პროგნოზი 151 მლნ ლარით განისაზღვრა
საქართველო, თბილისი - 13:56 | 04.11.2015 ნანახია: 2252
2017 წლისთვის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი 145 600,0 ათასი ლარით განისაზღვრა, 2018 წლის მაჩვენებელი კი - 151 400,0 ათასი ლარით. აღნიშნულის შესახებ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016-2019 წლების პრიორიტეტების“ დოკუმენტის პროექტშია საუბარი. დოკუმენტის თანახმად, 2019 წლისთვის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი 157 500,0 ათასი ლარია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ავტონომიური რესპუბლიკის შემოსავლების ზრდა განპირობებულია საქართველოში ეკონომიკური და სოციალური ფონის გაუმჯობესებით, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდას და სამეწარმეო სექტორის გააქტიურებას.
დოკუმენტით ირკვევა, რომ სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი წლების მიხედვით უმნიშვნელოდ იცვლება, ზრდის ძირითადი მიზეზია ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის წესით გაცემა. შესაბამისად 2016 წელს სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 725,0 ათასი ლარით, 2017 წელს 5 000,0 ათასი ლარით, 2018 წელს 5 300,0 ათასი ლარით, ხოლო 2019 წელს კი 5 800,0 ათასი ლარით განისაზღვრა. სხვა შემოსავლების სახეში ძირითადად მობილიზდება დეპოზიტებსა და ანგარიშებზე დარიცხული პროცენტები, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან მიღებული დივიდენდები, რენტა, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის კუთხით მიღებული შემოსავლები, სანქციები (ჯარიმები და საურავები) და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები.
არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებელი 2016 წლისათვის 15 000,0 ათასი ლარით განისაზღვრა.
ფინანსური აქტივების შემცირების კუთხით (2016 წლისათვის არსებული ნაშთის გამოყენება) იგეგმება 47 448,5 ათასი ლარის გამოყენება.
2016 წლისათვის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 210 173,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის შემოსავლები შეადგენს 147 725,0 ათას ლარს. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ 2016 წლიდან საშემოსავლო გადასახადის გარკვეული სახეებიდან გადანაწილება მოხდება ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტსა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ თვითმმართველობებს შორის, რომელიც დაახლოებით შეადგენს 25 250,0 ათას ლარს, მიუხედავად აღნიშნულისა რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადის მომდევნო წლის საპროგნოზო მოცულობა შესაძლებელია განისაზღვროს 140 000,0 ათასი ლარით;
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















