ახალი სტატუსი ტურისტული ობიექტებისთვის – რეკომენდებულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ
საქართველო, თბილისი - 12:21 | 13.11.2015 ნანახია: 1975
აჭარაში ტურისტულ ობიექტებს ახალ მიმზიდველობას შესძენს სტატუსი „რეკომენდებულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ.“
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი განმარტავს, რომ უწყების მიერ შემუშავდა გარკვეული სტანდარტები და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში ობიექტი დეპარტამენტიდან შესაბამის სტატუსს მიიღებს.
პროექტში ჩართვა ნებისმიერი ობიექტისათვის ნებაყოფლობითია. შემუშავებული სტანდარტები აღებული ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით. შემუშავებული კრიტერიუმები განსაზღვრულია სამ მიმართულებად: აუცილებელი, დამატებითი და სასურველი კრიტერიუმები, რომლებშიც წარმოდგენილი თემატიკა იყოფა შემდეგ საკითხებად: უსაფრთხოება, ტექნიკური ნაწილი, დაჯავშნა, ინტერიერის შესაბამისობის სტანდარი, ანგარიშსწორება, მენეჯმენტი.
თითოეულ კრიტერიუმს აქვს შესაბამისი ქულა, რომელთა დაჯამებითაც გამოიკვეთება შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც ობიექტს მიენიჭება ან არ მიენიჭება სტატუსი – „რეკომენდებულია ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის მიერ“ ყველა ობიექტს ექნება გონივრული ვადა, რომლის მიხედვითაც მათ შეეძლებათ გამოვლენილი გამოსწორებადი ნაკლოვანებების აღმოფხვრა.
„ვგეგმავთ, რომ პროგრამა იანვრიდან დავიწყოთ და ის გულისხმობს მინიმალური სტანდარტების შემოღებას და მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში, ობიექტებს ექნებათ საშუალება შესაბამისი სტატუსი მიიღონ. ეს ობიექტები შემდგომ ჩვენს მიერ ჩართული იქნებან, ონლაინ სივრცისა, თუ სხვადასხვა ტიპის სარეკლამო კამპანიაში, რომელსაც ჩვენ ადგილობრივ თუ საზღვარგარეთის ბაზრებზე ვაწარმოებთ“, – აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.
პროექტის მონიტორინგის ჯგუფი დაკომპლექტებული იქნება ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებით, მონიტორინგის პროცესში ასევე ჩართული იქნება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მოწვეული ტურიზმის სფეროს ექსპერტი ულრიხ ტროსიენი. პროექტს ასევე ეყოლება აღმასრულებელი საბჭო, რომელთა შემადგენლობაშიც შევლენ აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტთან არსებული აჭარის ტურიზმის მრჩეველთა რეგიონული საბჭოს წევრები.
აღნიშნული პროექტი გულისხმობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობასაც, პროექტის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთანამშრომლობების მემორანდუმები ბათუმი მერიასთან, სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელ დახმარებათა სამსახურთან, ბათუმის უნივერსიტეტთან და სხვ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმითვე, ეს ერთის მხრივ ობიექტების ცნობადობას, ხოლო მეორეს მხრივ ტურისტებში ამ ობიექტების ნდობას გაზრდის. პროექტის მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ბაზარზე არსებული კონკურენციის ზრდა.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















