ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყობა

საქართველო, თბილისი - 18:12 | 02.11.2017
ნანახია: 1115

საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.

მერიის ნფორმაციით, ყაზბეგის გამზირზე №9ა კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობისთვის სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

საბურთალოს რაიონის გამგეობას და დეველოპერულ კომპანია ” m² უძრავი ქონება”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სკვერში ბავშვებისათვის საქანელა და აიწონა-დაიწონა დამონტაჟდება. ამ ეტაპზე უკვე ძველი სკამები  ახლით შეიცვალა და   დაიგო  ფილები.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საბურთალოს მე-5 ოლქის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე  და  “m²  უძრავი ქონების”  წარმომადგენელი დავით გორგილაძე გაეცნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე