BBC ქართული კერძის შესახებ- ენათესავება თუ არა პიცა ხაჭაპურს?
საქართველო, თბილისი - 12:47 | 21.11.2017 ნანახია: 1099
BBC-ის ჟურნალისტმა დევიდ ფერლიმ საქართველოში მოგზაურობისას ხაჭაპური დააგემოვნა და მკითხველს შთაბეჭდილება გაუზიარა: "ყველით და ცომით დამზადებულ ხაჭაპურს საქართველოში ყველგან და ყოველთვის შეხვდებით. თუ ცუდ ხასიათზე ან მოწყენილი ხარ არ უნდა შეეხო ცომს და არ უნდა მოზილო, რადგან შენი განწყობა ხაჭაპურზე აისახება და ამას დაგემოვნებისას აუცილებლად შეამჩნევთ. ეს მითხრა ჩემმა მეგობარმა მაკო ქავთარაძემ. მაკოს ნათქვამის არ მჯეროდა. ხაჭაპურის საჭმელად რიკოთის უღელტეხილზე გავჩერდით. მაკომ თავის ნათქვამის დასამტკიცებლად სამზარეულოში შემიყვანა. ახლა გაჩვენებ ქალს, რომელიც აცხობს ხაჭაპურს, გარანტიას გაძლევ როგორი მხიარულიც იქნება ის ქალი ისეთივე გემრიელი ხაჭაპური გამოვა. სამზარეულოს სკამზე ქალბატონი იჯდა და ცომს აბრტყელებდა, რომ დაგვინახა სახე გაუბრწყინდა და გაგვიღიმა. მაკომ მითხრა, ის ბედნიერია.
თუ ხაჭაპურს ბედნიერი ხალხი აცხობს, ეს ნიშნავს, რომ ხაჭაპური მომხმარებელს აბედნიერებს, ანუ ეს არის საუკეთესო კომფორტული საჭმელი.
კვლევების მიხედვით, ქართველების 88 %-ს ხაჭაპური ურჩევნია პიცას. ხაჭაპური იმდენად პოპულარულია საქართველოში, რომ ეკონომისტებმა ხაჭაპურის ინდექსიც შექმნეს, რომელიც ბიგ მაკის ინდექსის მსგავსად ჩამოყალიბდა. კავკასიაში ეკონომისტები ინფლაციაზე მონიტორინგს ხაჭაპურის ინგრედიენტების ფასებით ახორციელებენ: ფქვილი, ყველი, კარაქი, კვერცხი, რძე და საფუარი.
ხაჭაპურის წარმოშობაზე ისტორიკოსები დღემდე კამათობენ, ქართული კულინარიის აკადემიის პროფესორისა და მწერლის დალი ცანავას თქმით ხაჭაპური შეიძლება პიცას ენათესავებოდეს. მისი თქმით, შავი ზღვის სანაპიროზე მოსულმა რომაელმა ჯარისკაცებმა პიცის მსგავსი კერძი მოიტანეს. როგორც იცით მე-16 საუკუნემდე ევროპაში პომიდორი არ არსებობდა, ამიტომ პიცის მსგავსი კერძი პურისა და ყველგან მზადდებოდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული ხაჭაპურია. იმერეთში ხაჭაპური ჭყინტი ყველისგან მზადდება და შორიდან რომ შეხედოთ ისეთი ფორმა აქვს პიცა გეგონებათ. სვანური ხაჭაპურია კუბდარი, მეგრული ხაჭაპური იმერულის მსგავსად ყველით სავსეა და ზევიდან გამდნარი ყველის ფენა ადევს." დევიდ ფერლი სტატიაში აღწერს აჭარულ ხაჭაპურს და მის ფორმას ნავს ადარებს. სტატიაში მოყვანილია შეფ-მზარეულის მაკა ჩიხიაშვილის ციტატა: " აჭარული ხაჭაპური რეგიონის გეოგრაფიისა და კულტურის ანარეკლია. აჭარა შავ ზღვაზე მდებარეობს, აჭარლები ცნობილები იყვნენ გემთმშენებლობით და ამიტომ აქვს აჭარულ ხაჭაპურს ნავის ფორმა. კვერცხი მზე არის, ყველი კი ზღვა."-წერს BBC-ის ჟურნალისტი.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















