ადამიანის უფლებათა ცენტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების თაობაზე მიმართვას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 12:15 | 15.12.2017 ნანახია: 1237
ადამიანის უფლებათა ცენტრი ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართავს.
,,მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 – 13:00 საათის ინტერვალში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი, როგორც გიორგი მამალაძის ადვოკატი, იმყოფებოდა #9 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებულთან ხელმოსაწერად შეიტანა დოკუმენტაცია (მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესა და ერთ-ერთ ბანკს შორის ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტები).
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს წერილობითი განცხადებით მიმართული ჰქონდა #9 დაწესებულების დირექტორისთვის აღნიშნული დოკუმენტაციის შეტანასთან დაკავშირებით ინფორმირების თაობაზე.
#9 დაწესებულებაში შესვლისას, ადვოკატმა გაიარა უსაფრთხოების შემოწმება და მითითებული დოკუმენტებით შევიდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესთან. დაწესებულებაში შესვლისას დოკუმენტების შეტანაზე ადვოკატისთვს უარი არ უთქვამთ და არ ჩამოურთმევიათ. ადვოკატმა გააპროტესტა ის ფაქტი, რომ დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი შეეცადა დეტალურად გაცნობოდა დოკუმენტების შინაარს, რაც არსებული კანონმდებლობით, აკრძალულია. პროტესტის შემდეგ, დოკუმენტის შინაარსის გაცნობა შეწყდა და ადვოკატმა საბუთები დაუბრკოლებლად შეიტანა დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესთან.
პატიმართან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც თამარ ავალიანი შემოწმების ოთახში გადიოდა შემოწმებას, ოთახში შევიდა პირი, რომელმაც განაცხადა, რომ არის #9 პენიტენციური დაწესებულების უფროსის მოადგილე. მან ადვოკატს აუკრძალა მსჯავრდებულთან შეთანხმებული დოკუმენტების დაწესებულებიდან გატანა, იმ მოტივით, რომ ეს დოკუმენტები არ უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმეს, რაზეც დეკანოზ გიორგი მამალაძე სასჯელს იხდის. ადვოკატმა მას აუხსნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებას არ ჰქონდა უფლება, ადვოკატისთვის ჩამოერთმია დოკუმენტაცია, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ბანკთან ურთიერთობას ასახავდა და რომ ეს იყო პერსონალური ინფორმაცია, რომლის გაცნობის უფლებაც დაწესებულებას არ ჰქონდა. ადვოკატმა პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებს ასევე შესთავაზა, რომ გავიდოდა დაწესებულებიდან, ხელახლა გამოწერდა საშვს, დაბრუნდებოდა პატიმართან და თავად გადაცემდა გიორგი მამალაძეს მის პერსონალურ დოკუმენტაციას, რაზეც მიიღო აგრესიული პასუხი, რომ ამ დოკუმენტებით ადვოკატი ვერსად ვერ გადაადგილდებოდა (არსად გაუშვებდნენ) და უნდა მომხდარიყო დოკუმენტაციის ჩამორთმევა, რის შემდეგაც დოკუმენტებს მსჯავრდებულს თავად გადასცემდნენ. ამ გზით, ფაქტობრივად ზეწოლის მეთოდებით, ადვოკატს ჩამოერთვა დოკუმენტები.
13 დეკემბერს თამარ ავალიანისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული დოკუმენტები, რაც წარმოადგენდა მამა გიორგის პერსონალურ, პირად ინფორმაციას (მისი ურთიერთობა ბანკთან), პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებმა მსჯავრდებულს არ დაუბრუნეს და გადასცეს გამოძიებას.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და მუხლების მითითებით, განმარტოს:
- რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ადვოკატისთვის ზემოაღნიშნული დოკუმენტების ჩამორთმევა;
- რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ადვოკატის აღნიშნული დოკუმენტებით დაწესებულებაში შეშვება და თუკი დაწესებულებაში აკრძალული დოკუმენტი შექონდა ადვოკატს, რატომ შეუშვეს იგი დაწესებულებაში;
- რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა აღნიშნული დოკუმენტების - მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის პერსონალური, პირადი საბანკო ინფორმაციის გამოძიებისათვის გადაგზავნა;
- სასწრაფო წესით, დაარქივოს და გადასცეს ადამიანის უფლებათა ცენტრს 11 დეკემბერს ადვოკატ თამარ ავალიანის #9 დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერი (დაახლოებითი ინტერვალი: 10:30 – 13:00 საათი);
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრის გენერალურმა ინსპექციამ სასწრაფო წესით დაიწყოს მოკვლევა ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და მსჯავრდებულის პირადი, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტზე, რათა მოხდეს #9 დაწესებულების თანამშრომელთა დარღვევის იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















