ქართულ ციხეში გადაღბული ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი
საქართველო, თბილისი - 16:58 | 15.12.2017 ნანახია: 1525
საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი „დაწესებულება N 16“ საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი. 64 წუთიანი დოკუმენტური ფილმი “SPARK LABORATORY”-მ გადაიღო. მისი ავტორი კინოდოკუმენტალისტი ალექსანდრე ქორიძეა.
შემოქმედებითი ჯგუფი 1 წლის განმავლობაში იღებდა ფილმს, რომლის გმირები N 16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები არიან. ფილმში ასახულია მსჯავრდებულთა ყოველდღიური ყოფა, საცხოვრებელი პირობები, აქტივობები, რითაც ისინი ყოველდღიურად არიან დაკავებულები. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია მსჯავრდებულთა სპორტული ასპარეზობები, მათი მუშაობა დაწესებულების სახელოსნოში, სადაც ისინი სხვადასხვა ნაკეთობებსა და ხატებს ქმნიან, ასევე, სპექტაკლი პატიმრების მონაწილეობით რუსთაველის თეატრის სცენაზე. ფილმში „დაწესებულება N 16“ ასევე, ასახულია მსჯავრდებულთა საქმიანობა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, მათი ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ პროფესიულ კურსებში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაზე გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა „დაწესებულება N 16“ უკვე დაიმსახურა მაყურებლის მოწონება თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე.
„ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელი დარბაზიდან არ გავიდა. გადამღები ჯგუფის წევრებს და ფილმის მონაწილეებს უამრავი კითხვა დაგვისვეს. აღტაცებას და გაკვირვებას გამოთქვამდნენ იმით, რომ საქართველოში ასეთი მაღალი დონის პენიტენციური დაწესებულება არსებობს და მსჯავრდებულთა მიმართ ჰუმანური მიდგომაა,“- განაცხადა ფილმის ერთ-ერთმა მონაწილემ, N16 დაწესებულების თანამშრომელმა თამარ ლისიაკმა.
ფილმის რეჟისორმა ალექსანდრე ქორიძემ და გადამღებმა ჯგუფმა მადლობა გამოთქვეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობისამი, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ფილმის გადაღების შესაძლებლობა მიეცათ.
„სამინისტრომ კინოდოკუმენტალისტები პენიტენციურ სისტემაში შეუშვა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ სასჯელაღსრულების სისტემა ბოლო წლების განმავლობაში ტრანსპარენტული და ღია გახდა საზოგადოებისთვის. მსგავსი რამ აქამდე წარმოუდგენელი იყო. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი საზოგადოება სულ უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. ფილმი „დაწესებულება N16“ ობიექტურად ასახავს იმ დადებით რეფორმებს, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელდა,“ - განაცხადა ალექსანდრე ქორიძემ, რომლის თქმითაც, ფილმში არაფერია დადგმული და მსჯავრდებულთა რეალური ყოფაა ასახული.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















