„თბილსერვის ჯგუფი“ ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლას ღამის საათებში თავდაპირველად, 32 ქუჩაზე დაიწყებს
საქართველო, თბილისი - 12:57 | 18.12.2017 ნანახია: 1318
,,თბილსერვის ჯგუფი“ ნაგავშემკრებიკონტეინერების დაცლას ღამის საათებში მომავალი წლის პირველი მარტიდან დაიწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი მანქანები 22:00 საათიდან იმოძრავებენ და 32 ქუჩაზე, 400-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის დაცლას მოახდენენ. მაია ბითაძის განცხადებით, საპილოტე პროექტი ჭავჭავაძის გამზირზე, აბაშიძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, კავსაძის, ბაზალეთის, ერისთავის, ნაფარეულის, ბარნოვის, არაყიშვილის, ტაბიძის, რადიანის, მცხეთის, შატბერაშვილის, ჯანაშვილის, ქუთათელაძის, ატენის, რაზმაძის, ელიავას, ცხვედაძის, მარუხის გმირების, ქობულეთის, ჩოლოყაშვილის, რამიშვილის, გაბაშვილის, ყიფშიძის, აბულაძის, მარაბდის, მოსეშვილის, დარიალისა და კეკელიძის ქუჩებზე განხორციელდება.
„აღნიშნული საპილოტე პროექტის მთავარი მიზანი საცობებისგან ქალაქის მაქსიმალურად განტვირთვა და ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობაა. შესაბამისად, იმ ქუჩებზე, რომელზედაც მომავალი წლის პირველი მარტიდან საპილოტე რეჟიმი დაიწყება, დასუფთავების ნაგავმზიდი მანქანები 22:00 საათიდან იმოძრავებენ. აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლებს ძალიან ვთხოვთ, რომ მერიას ამ პროექტის განხორციელებაში მხარში ამოუდგეს და მაქსიმალურად შეეცადოს, ნარჩენები საღამოს საათებში გაიტანოს, რათა აღნიშნული პროექტი ეფექტიანად განხორციელდეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, პირველ მარტამდე, თბილისის მერია 32 ქუჩაზე ნაგავმზიდი და ნაგავშემკრები კონტეინერების დამატებას უზრუნველყოფს, რათა დაბინძურებისა და ხმაურის საფრთხე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, რომელიც რკინის კონტეინერების მოძრაობას შეიძლება მოჰყვეს.
„შესაბამისად, პირველ მარტამდე, 32 ქუჩაზე დამატებით, ათეულობით ნაგავშემკრები კონტეინერი განთავსდება და საბოლოო ჯამში, ღამის საათებში, 400-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის დაცლა მოხდება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ და აღნიშნა, რომ საპილოტე პროექტის ეფექტიანად განხორციელების შემდეგ, აღნიშნული რეჟიმი თბილისის სხვა ქუჩებზეც გაგრძელდება.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















