რუსთავში ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:14 | 19.12.2017
ნანახია: 1002

რუსთავში მომხდარ ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ორი მამაკაცი და ერთი ქალი.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანების გამო, საპატრულო პოლიციამ და მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

ხანძრისგან გამოწვეული კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა. 
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.  ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე