ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ნული - გახარია კვირიკაშვილი-მელიას დაპირისპირებაზე

საქართველო, თბილისი - 17:14 | 21.12.2017
ნანახია: 1398

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" ქმედებებზე რეაქცია უნდა იყოს ნული. 

,,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთ გუნდს ჰქონია, თითქოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ ეს არის ცარიელი, მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციებზე დაყრდნობილი ქმედები. ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ნული. მე ვფიქრობ, რომ დღეიდან ამ ძალასთან არანაირი კონტაქტი არ უნდა გვქონდეს,"- განაცხადა გახარიამ. 

დაპირისპირება პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მთავრობის დღევანდელი შეხვედრის დროს ნიკა მელიას გამოსვლას მოჰყვა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მის განტვირთვას მანდატურების და პრემიერის დაცვის ჩარევა დასჭირდა.

მოგვიანებით პრემიერმა მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე