23 დეკემბერს გლდანის პარკში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 17:55 | 22.12.2017
ნანახია: 1075

23 დეკემბერს, 15:00 საათზე, გლდანის პარკში, გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით,  წინასაახალწლო კონცერტი გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, ანიმაციური გმირები, თოჯინების თეატრი, ილუზიონისტები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები და საცირკო სანახაობა იქნება  წარმოდგენილი.

დღის ბოლოს კი, კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას გიორგი სუხიტაშვილი, მაკა ზამბახიძე, სალომე ბაკურაძე, ელენე კალანდაძე, ოთო ნემსაძე და ბენდი „რეზო და ბავშვები“ მიიღებენ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე