საყოველთაო Secret Santa-ს ფარგლებში საშობაო ბაზრობა მოეწყო
საქართველო, თბილისი - 13:17 | 25.12.2017 ნანახია: 1287
საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის ინიციატივით, ახალ აღმაშენებელზე (საფეხმავლო გზაზე) საყოველთაო Secret Santa 2018-ის საშობაო ბაზრობა მოეწყო. ყველას ვისაც აქვს სურვილი შეიძინოს ქართული საჩუქრები და გაახაროს საყვარელი ადამიანები, შესაძლებლობა აქვთ ეწვიონ Secret Santa-ს საშობაო ბაზრობას 25 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით. საშობაო ბაზრობა 12:00 საათიდან გაიხსნება და 23:00 საათამდე უმასპინძლებს სტუმრებს. საყოველთაო Secret Santa-ს საშობაო ბაზრობაზე წარმოდგენილია Secret Santa-ს სახელოსნოში ჩართული, მხოლოდ ადგილობრივი მცირე ბიზნესის მიერ წარმოებული ქართული და მრავალფეროვანი პროდუქცია, რომელიც ყველა გემოვნების და ასაკის ადამიანის სურვილებს დააკმაყოფილებს. Secret Santa-ს საშობაო ბაზრობაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ფოსტა, მათ ვინც ჩართულია საყოველთაო Secret Santa-ს პროექტში, შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ქართული საჩუქარი, ადგილზევე ჩააბაროს ფოსტას გზავნილი და გაახაროს სრულიად უცნობი ადრესატი.
აღსანიშნავია, რომ წელს სანტებს შესაძლებლობა აქვთ რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას. საყოველთაო Secret Santa-ს იდეა ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას, რომლის თანახმადაც პროექტში მონაწილეებმა მათთვის სრულიად უცნობ ადამიანებს საჩუქრები უნდა გაუგზავნონ და თავადაც დასაჩუქრდენ.
ამ ეტაპზე Secret Santa-ს პროექტში ჩართვისათვის რეგისტრაცია დასრულებულია და ადრესატები თავიანთი სანტების საჩუქრებს ელიან. ადამიანების ჩართულობით ახალი წელი კიდევ უფრო ჯადოსნური ხდება, რადგან მთელი გულით გაცემულ სულ პატარა საჩუქარს დიდი ძალა აქვს. თუ ხარ Secret Santa ეწვიე საშობაო ბაზრობას და #აჩუქე ქართული.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















