სასტუმრო Rooms-ი ჩვეულ სამუშაო რიტმს უბრუნდება

საქართველო, თბილისი - 14:58 | 25.12.2017
ნანახია: 1020

25 დეკემბერს დილის 00:30 საათზე სასტუმრო Rooms-ის სახურავზე გაჩნდა ხანძარი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. Rooms-ის მფლობელის Adjara Group-ის ინფორმაციით, დაზიანდა მხოლოდ ოთხი ოთახი და სასხვენო გადახურვა.

„ხანძარ საწინააღმდეგო სისტემამ და კერძოდ კვამლის სენსორებმა დროულად და ეფექტურად იმოქმედა. რის შედეგადაც სტუმრების და პერსონალის ევაკუაცია მოხდა სწრაფად და ოპერატიულად. სასტუმრო Rooms-ის ყველა სტუმარი Adjara Group-ის კუთვნილ სასტუმრო Holiday Inn-ში იყო გათავსებული.

ადგილზე მობილიზებული იქნა რამდენიმე სახანძრო ბრიგადა, რომლებმაც მოკლე პერიოდში მოახდინესხანძრის ლიკვიდირება. დღეს შუადღისას სასტუმრო უბრუნდება ჩვეულ სამუშაო რიტმს. უახლოეს საათებში დაიწყება ევაკუირიებული სტუმრების დაბრუნება და ახალი სტუმრების მიღება. ხანძრის გაჩენის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს”,- ნათქვამნია Adjara Group-ის განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე